სტირლინგი (ინგლ.Stirling) — ქალაქი დასავლეთ ავსტრალიაში. სტირლინგი არის დასავლეთ ავსტრალიის შტატის დასახლებული პუნქტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 195 702 ადამიანს[1]. ქალაქის ფართობია 105,2 კმ². სტირლინგი 10 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერთს და მოქცეულია ამავე ქალაქის აგლომერაციაში. დაარსდა 1871 წელს. ქალაქი გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქის მერია დევიდ ბოოსმენი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.