სტივ კარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტივ ქარელი)
სტივ კარელი

სტივ კარელი 2014 წელს.
დაბადების სახელი სტივენ ჯონ კარელი
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1962 (1962-08-16) (61 წლის)
მასაჩუსეტსი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი დენისონის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
კომიკოსი
მწერალი
პროდიუსერი
რეჟისორი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) ნენსი უოლსი (იქ. 1995)
შვილ(ებ)ი 2

სტივენ ჯონ კარელი (ინგლ. Steven John Carell; დ. 16 აგვისტო, 1962)[1]ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი, მწერალი და რეჟისორი. ცნობილია მაიკლ სკოტის შესრულებული როლით, NBC-ს სიტკომში „ოფისი“ (2005-2013), სადაც ამავდროულად მუშაობდა პროდიუსერად, მწერლად და რეჟისორად.

1999 წლიდან 2005 წლამდე იყო „ყოველდღიური შოუს“ კორესპონდენტი. მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ამერიკული კომედიური ფილმი „ტელეწამყვანი: ლეგენდა რონ ბურგუნდიზე“ (2004) კომედია „40 წლის ვაჟიშვილი“ (2005), ამერიკული ფანტაზია „ყოვლისშემძლე ევანი“ (2007), „დაძაბე გონება“ (2008), რომანტიკული კომედია „სულელი, უაზრო, სიყვარული“ (2011), კომედია „საოცარი ბარტ უანდერსტონი“ და „გზა, გზა შინისაკენ“ (2013). 2016 წელს, მეუღლესთან ნენსი კარელთან ერთად მონაწილეობა მიიღო TBS-ს კომედიური სერიალის, „ენჯი ტრაიბეკას“ შექმნაში.

ჟურნალმა life-მა სტივი დაასახელა როგორც „ამერიკის უმხიარულესი ადამიანი“.[2] მოგებული აქვს ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის სატელევიზიო მიუზიკლში ან კომედიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Team Coco. (August 9, 2012) Steve Carell Improvises some new Characters. ციტირების თარიღი: November 22, 2015.
  2. Steve Carell Television Academy. ციტირების თარიღი: November 15, 2014.