სტივენ რი
იერსახე
სტივენ რი | |
---|---|
![]() სტივენ რი | |
დაბადების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1946 ბელფასტი, ირლანდია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1964-დღემდე |
სტივენ რი (ინგლ. Stephen Rea; დ. 31 ოქტომბერი 1946) — ირლანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი. აქვს შესრულებული როლები ფართო პროფილის ფილმებში: „V ანუ ვენდეტა“, „მაიკლ კოლინზი“, „ინტერვიუ ვამპირთან“, „საუზმე პლუტონზე“. ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე შესრულებული როლისთვის ფილმში „სასტიკი თამაში“. დაიბადა ქალაქ ბელფასტში. სწავლობდა დუბლინში სააბატოს თეატრში. 1970-იანი წლების ბოლოს გაბრიელ ბირნთან და კოლმ მინისთან ერთად გამოდიოდა დუბლინის ერთ-ერთ თეატრალურ ჯგუფში. რი ხშირად თანამშრომლობს ირლანდიელ რეჟისორთან ნილ ჯორდანთან. 1980 წელს რიმ მონაწილეობა მიიღო „Field Day Theatre Company“-ის დაარსებაში. 2004 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის ხარისხი. სტივენ რი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩია ირლანდიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- სტივენ რი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- სტივენ რი (ინგლისური)
- სტივენ რი დაარქივებული 2012-10-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)