სტივენსონ მაგლუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"რევოლუცია", 1991, აკრილის საღებავი ტილოზე.

სტივენსონ მაგლუა (Stevenson Magloire) (*16 აგვისტო, 1963, პეტიონვილი, ჰაიტი ― † 1994) — ჰაიტიელი მხატვარი, ადგილობრივი მხატვრული მიმდინარეობა ”სან-სოლეი” (Saint Soleil) მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მკაფიო ექსპრესიით, რომელშიც გამოყენებულია ადამიანები, ფრინველები და ვუდუსა და ქრისტიანული სიმბოლოები.

დაიბადა 16 აგვისტოს, 1963, პეტიონვილში, ჰაიტი. მშობლებმა სახელი ამერიკელი პოლიტიკოსი ალდაი სტივენსონის გამო დაარქვეს. დედამისი, ლუიზიანა სან-ფლურანი ასევე საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო. სტივენსონი 1990-იან წლებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული მხატვარი იყო და მისი ნამუშევრების გამოფენები მრავალ ქვეყანაში მოეწყო, თუმცა ქვეყანაში რაულ სედრას სამხედრო ხუნტის მოსვლის პერიოდში 1994 წლის 9 ოქტომბერს აჟიტირებულმა ბრბომ იგი ქვებით ჩაქოლა. მის ხსოვნას ადგილობრივმა ჯგუფმა RAM მიუძღვნა ბალადა „Ayizan“ ალბომში Puritan Vodou (1997).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]