სტივენის სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"სტივენის სამყარო" - (ინგლ. Steven Universe) ამერიკული ანიმაციური სერიალია, რომელიც შექმნა რებეკა შუგარმა "Cartoon Network"-ისთვის. ის მოგვითხრობს პატარა ბიჭუნას, სტივენ იუნივერსის, შესახებ, რომელიც ცხოვრობს ფერად კრისტალებთან სახელად გარნეტი, ამეთვისტო და მარგალიტი - მაგიურ, ადამიანისმაგვარ უცხოპლანეტელებთან გამოგონილ ქალაქში - „ზღვისპირეთი“ (ინგლ. Beach City). სტივენს, ნახევრად ადამიანსა და ნახევრად ფერად კრისტალს, თავის მეგობრებთან ერთად ბევრი თავგადასავალი გადახდება თავს მაშინ, როდესაც მსოფლიოს გადარჩენაში კრისტალებს დაეხმარება. საპილოტე სერია პირველად 2013 წლის მაისში აჩვენეს, რის შემდეგაც 5 სეზონი გამოვიდა (2013 წლის ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე). გარდა ამისა, 2019 წლის სექტემბერში გამოუშვეს სტივენის სამყარო: ფილმი (ინგლ. Steven Universe: The Movie) და მცირე ეპილოგი (ინგლ. Steven Universe Future), რომლის პრემიერაც 2019 წლის დეკემბერში შედგა. ჩვენება დამთავრდა 2020 წლის მარტში.

სერიალმა შეიძინა ფართო ფანბაზა და მოიპოვა საყოველთაო აღიარება თავისი დიზაინის, მუსიკის, გამხმოვანებლების ოსტატობის, მრავალფეროვანი, საინტერესო პერსონაჟებისა და LGBTQ თემატიკის განვითარების გამო. სერიალი 5-ჯერ იყო ნომინირებული „ემი“-ს და 5-ჯერვე „ენნი“-ის ჯილდოებზე.