სტეფან ტურჩაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფან ტურჩაკი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1938(1938-02-28)[1]
დაბ. ადგილი მაცკოვიცე, ფშემისლის პოვიატი, ლვოვის სავოევოდო, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1988(1988-10-23)[1] (50 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო

სტეფან (სტეპან) ვასილის ძე ტურჩაკი (უკრ: Степан (Стефан) Васильович Турчак; დ. 28 თებერვალი, 193823 ოქტომბერი, 1988) ― უკრაინელი საბჭოთა დირიჟორი, პედაგოგი, სოციალისტური შრომის გმირი (1988), საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის სახალხო არტისტი (1977), უსსრ-ის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1980) და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1973) ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფან ტურჩაკი 1938 წლის 28 თებერვალს სოფელ მაცკოვიჩში (ფშემისლის მახლობლად, პოლონეთი) დაიბადა. ბავშვობის წლები დუბლიანში გაატარა. 1955 წელს ლვოვის ფილარეტ კოლესას სახელობის მუსიკალური-პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სოკალის პედაგოგიურ სასწავლებელში მუსიკისა და სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა.

1957 წელს ჩაირიცხა ლვოვის მიკოლა ლისენკოს სახელობის კონსერვატორიაში, ნიკოლაი კოლესას სადირიჟორო კლასში, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდში, 1960-1962 წლებში ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო. 1962 წელს კიევში გადავიდა.

1966 წლიდან კიევის კონსერვატორიაში სიმფონიური ორკესტრისა და საოპერო-სიმფონიური სადირიჟორო კათედრის ხელმძღვანელი იყო (1973 წლიდან - დოცენტი, 1986 წლიდან - პროფესორი). გასტროლები ჰქონდა დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, იტალიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, უნგრეთსა და ესპანეთში.[2]

სტეფან ტურჩაკი 1988 წლის 23 ოქტომბერს (სხვა წყაროებით 23 ნოემბერს[3]) კიევში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბაიკოვის სასაფლაოზე.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]