სტეფან მაზროცისი
სტეფან მაზროცისი
| ||
| საერთო ინფორმაცია | ||
| დაბ. თარიღი: | 18 აპრილი 1967 | |
| დაბ. ადგილი: | ნიდერლანდები | |
| მოქალაქეობა: | ||
| პროფესიონალური კარიერა: | 1991— | |
| უმაღლესი რეიტინგი: | № 65[1] | |
| საპრიზო თანხა: | GB£ 116 085 | |
| უმაღლესი ბრეიკი: | 147 (1995 WPBSA Tour Event 3) | |
| მსოფლიო ჩემპიონატი: | 1/8 ფინალი (1997) | |
| სხვა ტურნირები: | 1 | |
სტეფან მაზროცისი (ინგლ. Stefan Mazrocis; დ. 18 აპრილი, 1967, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი პროფესიონალი სნუკერისტი. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სნუკერისტად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ის დაიბადა ლატვიურ-ინგლისურ ოჯახში, მაგრამ აქვს ნიდერლანდების მოქალაქეობა. სტეფან მაზროცისი ცნობილია იმითაც, რომ ერთ დღეში სავარჯიშო მატჩებზე სამჯერ შეძლო მაქსიმალური ბრეიკის გაკეთება.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაზროცისის ადრეული კარიერა ინგლისში მიმდინარეობდა, იქვე თამაშობდა იგი მოყვარულის დონეზეც. 1991 წელს მაზროცისი პროფესიონალი გახდა. 1996 წელს მან კარიერაში თავის საუკეთესო შედეგს — Asian Classic-ის მეოთხედფინალს მიაღწია. 1997 წელს სტეფანი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, როცა პირველ რაუნდში პიტერ ებდონს სძლია. შემდეგ ნიდერლანდელს კარიერაში ჩავარდნა დაეწყო და მან მეინ-ტური დატოვა, მაგრამ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის წყალობით, დაბრუნდა პროფესიონალურ სნუკერში.
მიღწევები კარიერაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალი — 1997
- Asian Classic მეოთხედფინალი — 1996
