სტეფან კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფან კარი
№ 30 – გოლდენ-სტეიტ უორიორსი
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 14 მარტი, 1988
აკრონი, ოჰაიო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა შარლოტა ქრისტიანის სკოლა
სიმაღლე 191 სმ
წონა 86 კგ
კარიერა
კოლეჯი დევიდსონი (2006-2009)
NBA-ის დრაფტი 2009 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-7
პროფესიონალური კარიერა 2009–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2009-დღემდე გოლდენ-სტეიტ უორიორსი

ვარდელ სტეფან „სტეფ“ კარი II (ინგლ. Stephen Curry; დ.14 მარტი, 1988) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წევრ გუნდ გოლდენ-სტეიტ უორიორსში. ბევრი მოთამაშე და ანალიტიკოსი სტეფს უწოდებს საუკეთესო მსროლელს NBA-ის ისტორიაში.

2014-2015 წლებში, კარიმ მოიგო NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო (MVP) და საჩემპიონო ბეჭედი, რომელიც 1975 წლიდან გოლდენ სტეიტ უარიორსს არ მოუგია. მომდევნო სეზონში სტეფმა კვლავ მოიგო რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო და გახდა ერთადერთი მოთამაშე რომელმაც ხმების 100 % მიიღო. იმავე წელს უორიორსებმა დაამყარეს რეკორდი NBA-ის რეგულარული სეზონის ყველაზე მეტ მოგებებში (73 მოგება).

კარი არის NBA-ის ყოფილი მოთამაშის დელ კარის ვაჟი და NBA-ის ამჟამინდელი მოთამაშის სეთ კარის უფროსი ძმა. იგი თამაშობდა კალათბურთს კოლეჯ დევიდსონში, სადაც ორჯერ დაასახელეს სამხრეთ კონფერენციის წლის მოთამაშედ და ასევე დააამყარა ყველა დროის რეკორდი, როგორც დევიდსონში, ასევე სამხრეთ კონფერენციაში. მეორე კურსის დროს მან აგრეთვე დაამყარა რეკორდი NCAA-ის სეზონში სამ ქულიანების სროლაში.

2012-2013 წლების სეზონის დროს კარიმ რეგულარულ სეზონში დაამყარა NBA-ის სამქულიანების რეკორდი 272 ჩაგდებული სამქულიანით. 2015 წლის სეზონში მან ჩააგდო 286 სამქულიანი და გადააჭარბა თავდაპირველ რეკორდს, ხოლო 2016 წელს კვლავ გააუმჯობესა თავისი რეკორდი და დააგროვა 402 სამქულიანი. 2013-2014 წლების სეზონში მას და მის თანაგუნდელს კლეი ტომფსონს მეტსახელად "Splash Brothers" შეარქვეს, რადგან მათ დაამყარეს NBA-ის რეკორდი გაერთიანებულ სამქულიანების სროლაში 484 სამქულიანით, შემდეგ სეზონში მათ გადააჭარბეს რეკორდს, ჩააგდეს 525 სამქულიანი. 2015-2016 წლების სეზონზე მათ კვლავ გააუმჯობესეს რეკორდი და დააგროვეს 678 სამქულიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]