სტეფან აკიმოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფან აკიმოვის სახლი
რუს. Дом Степана Акимова
კოორდინატები 47°12′55″N 39°42′48″E / 47.21525° ჩ. გ. 39.71332° ა. გ. / 47.21525; 39.71332
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისი

სტეფან აკიმოვის სახლი (რუს. Дом Степана Акимова) — ძველი ორსართულიანი სახლი დონის როტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1]. სახლის ფასადზე არის მემორიალური დაფა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას სახლის მფლობელის - სტეფანე აკიმოვის შესახებ.

მისამართი: დონის როსტოვი, ულიანოსვკსის ქუჩა № 14.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფან აკიმოვი წარმოშობით იყო მეშჩანთა ოჯახიდან, იგი დაიბადა 1854 წელს. მისი ნათესავები ფლობდნენ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობდა კანკრინის ქუჩისა და ეკლესიის შესახვევის კუთხეში. უძრავი ქონება იყოფოდა ორ ნაწილად: კანონის ტანახმად ერთი ნაწილის მფლობელები იყვნენ ლუბა, ეკატერინა და ივანე აკიმოვები, ხოლო მეორე ნაწილი ეკუთვნოდა სტეფანე აკიმოვს, რომელსაც უკვე ჰყავდა მეუღლე მარია და შვილი ანა. სახლს მოჰქონდა 80 რუბლი წლიური შემოსავალი. 1899 წელს სტეფანე აკიმოვმა გადაწყვიტა აეშენებინა ორსართულიანი სახლი სარდაფით. ახალ სახლს მოჰქონდა წლიური შემოსავალი 390 რუბლის ფარგლებში. 1911 წელს სახლი გახდა აკიმოვის გოგოს ანა აკიმოვას კუთვნილება. 1920 წელს სახლი ნაწილობრივ დაინგრა საარტილერიო ცეცხლის გამო. ამის გამო სახლი მიატოვეს და შემდეგ დაინგრა. 1922 წლის მარტში ვორონეჟის გუბერნიის მცხოვრებმა ნიკოლაი კოროლკოვმა იყიდა უძრავი ქონება, რომელიც ამ დროისათვის ფასობდა 300 მლნ რუბლი. სახლის ბოლომდე აღდგენა მან ვერ შეძლო. სახლის მუნიციპალიზაციის შემდეგ ყოფილი მფლობელი ცდილობდა დაებრუნებინა თავისი კუთვნილება, მაგრამ არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მიაღწია თუ არა მან თავის მიზანს[2].

ამჟამად სახლი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს[3].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლს ამშვენებს მონოგრამა „СА“, რომელიც იყო სახლის მფლობელის ინიციალები. მის ქვეშ განთავსებული იყო აფროდიტეს პატარა გამოსახულება. ფასადებზე ხშირად იყო გამოსახული ზღვის ნიჟარები[2]. განეკუთვნება რევოლუციამდელი არქიტექტურის ძეგლების სიას[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]