სტეფანწმინდის ელიას ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის ელიას ხატი, ხედენიშის წმინდა გიორგი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სტეფანწმინდიდან აღმოსავლეთით, ხედენიშის ხეობაში, მთაზე.

შენობა გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალი. შეთეთრებულია კირით. მთავარი ფასადი დასავლეთითაა. ამავე კედელშია მოწყობილი ოთხკუთხა სასანთლე თახჩა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ჩატანიებულია ფიქლის ბრტყელი გახვრეტილი ქვები, რომელშიც დროშებს ამაგრებდნენ. დღეობას იხდიან 20 ივლისს. დღესასწაულობენ პეტრე-პავლობასაც. ხატს ჰქონდა საყანე მიწა, რომელსაც დეკანოზები ამუშავებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]