სტეფანო მაური
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სტეფანო მაური}} |
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სტეფანო მაური | ||
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | მონცა, იტალია | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლაციო | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–1997 | ბრუჰერიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997–1998 | ბრუჰერიო | 23 | (10) |
1998–2001 | მედა | 82 | (12) |
2001–2003 | მოდენა | 34 | (2) |
2003-2004 | ბრეშა | 30 | (7) |
2004–2006 | უდინეზე | 48 | (5) |
2006- | ლაციო | 174 | (25) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004- | იტალია | 11 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სტეფანო მაური (იტალ. Stefano Mauri; დ. 8 იანვარი, 1980, მონცა, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ ლაციოში.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაურიმ კარიერა 16 წლის ასაკში ბრუჰერიოში დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ ეგრევე მედაში გადაბარგდა. 2001 წელს იგი უკვე მოდენას შეუერთდა და 2002 წელს კი დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა მილანის წინააღმდეგ. ემილია-რომანას კლუბში სტეფანომ 2 ბრწყინვალე სეზონი გაატარა, თუმცა 2003 წელს იგი ბრეშაში გადავიდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო. 2004 წელს იგი უდინეზეში გადავიდა სადაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და მალევე მისი კარგი თამაში რომში დაფასდა, რის გამოც იგი ლაციომ იყიდა.
დებიუტი მაურის ინტერის წინააღმდეგ ჰქონდა იტალიის თასზე, მან ძალიან კარგად ჩაატარა შეხვედრა და მალევე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. დელიო როსი მაურის ტრეკვარტისტად ათამაშებდა გორან პანდევის და ტომაზო როკის უკან და იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს. 2010 წლამდე მაური სტაბილურად გამოდიოდა რომის კლუბში, მართალია ტრავმებიც აწუხებდა, მაგრამ მთლიანობაში ლაციოში კარგი სტაბილური ფეხბურთელი იყო.
2010/11 სეზონში ედოარდო რეიას მოსვლისას მაური განაგრძობდა ბრწყინვალედ თამაშს შეტევის ხაზში და გუნდისთვისაც იდეალურ ფორმაში იყო.
2011/12 სეზონში მაურიმ ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გაუცდა, თუმცა სეზონის მე-2 ნახევარში დაბრუნებისას მაური ისევ ბრწყინვალედ განაგრძობდა თამაშს და მისი "მაკრატელა" ნაპოლის კარში ყველას დაანახა რომ იგი დონე ფეხბურთელია. იგი ასევე ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებშიც გამოიძახა.
2012 წლის ზაფხულს მაური დაპატიმრებული იქნა კარაბინიერების მიერ მატჩების ჩაწყობის სკანდალში. ეს დაპატიმრება მაურისთვისაც გამაოგნებელი იყო და დღემდე ვერ ხვდება, თუ რატომ იქნა დაპატიმრებული, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.
2012/13 სეზონი მაურიმ კარგად დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა მოუკლო თამაშს, მაგრამ დერბიში გატანილმა გოლმა ყველას დაანახა რომ მაურისნაერი ფეხბურთელები არ ჩერდებიან და ბოლომდე თამაშობენ.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაურის დებიუტი ნაკრებში ნოემბერში 2004 წელს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. საბოლოოდ მას ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კოპა იტალია (2008-09)
- იტალიის სუპერ-თასი (2009)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-04-23 საიტზე Wayback Machine.