სტეფანიდინოდარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანიდინოდარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
სტეფანიდინოდარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სტეფანიდინოდარი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2009-2012

სტეფანიდინოდარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы ) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ სტეფანიდინოდარში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2009-2012 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი სტეფანიდინოდარი, მშვიდობის ქუჩა № 43-ბ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის ხედი, 2014 წელი
Image-silk.png შესასვლელი
Image-silk.png ხედი მესრით


სოფელ სტეფანიდინოდარში პირველი ეკლესიის აგების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს 1870-იანი წლები. ამ პერიოდში აგებული ეკლესია იყო ხისა, რომელსაც ჰქონდა სამი გუმბათი და სამრეკლო. ეკლესიის ეზოში მდებარეობდა აგურის საყარაულო შენობა[2].

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და რუსეთის სამოქალაქო ომს, თუმცა ეკლესია დაანგრიეს 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. ეკლესიის ახალი ისტორია იწყება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეკლესიის მორწმუნეებმა გამოყეს სახლი, რომელიც გადააკეთეს სამლოცველოდ.

2009 წელს დაიწყეს ხის ეკლესიის მშენებლობა და დალოცეს სამახსოვრო ფუნდამენტის ქვა. სოფლის მოსახლეობას ეკლესიის მშენებლობაში დახმარება გაუწია კაზაკების გაერთიანებამ ვიქტორ პეტრეს ძე ვოდოლაცკის მეთაურობით, რომელიც სტეფანიდინოდარში იყო დაბადებული. ეკლესია შენდებოდა სამი წლის განმავლობაში და უკვე დასრუებული აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურიმ[3].

ამჟამად ეკლესიაში მოქმედებს საკვირაო სკოლა, მიმდინარეობს წვრთნები სამხედრო ხელოვნებაში. 2016 წლის ივლისში ეკლესიაში ბავშვებისთვის გაიხსნა სამხედრო-პატრიოტული კურსები[4].

ეკლესიის წინამძღვარია სერგეი (ვასილევი)[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]