სტეფანე მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტეფანე მღებრიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1979 (1979-07-03) (41 წლის), თბილისი
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი დისკო, პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1998–დღემდე
ასოციაციები Stephane & 3G

სტეფანე მღებრიშვილი (დ. 3 აგვისტო, 1979) — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ჯგუფ Stephane & 3G-ის წევრი.[1]

დაიბადა თბილისში 1979 წლის 3 აგვისტოს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

გამოცემული აქვს ალბომები: "სტეფანე" (1999), "უსახელო" (2002), "საუკეთესო სიმღერების კრებული" (2004). 2002 წელს გამართა სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში. არის ავტორი ვარდების რევოლუციის ჰიმნისა "ახალი დღე"; ლაურეატი კონკურსებისა: "მეგა", "ოვაცია", "სულიკო" და სხვა. 2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. 2013 წელს იყო მეგა "შოუ ვოისის" მწვრთნელი. 2017-2018 წლებში რეიტინგული მეგა შოუს "X ფაქტორი" – ჟიურის წევრი, ასევე პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე "დამიბრუნდი" გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და "რადიო ჰოლდინგ ფორტუნას" მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე "რადიო ფორტუნას რჩეულად" დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის "სიმღერის სტატუსი". პროდიუსერი, "არტფორუმის" დამაარსებელი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეფერება წვიმა
  • მზე და შოკოლადები

სინგლები და სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯადოსნური ღამე
  • წავიდეთ
  • მარი
  • ერთი სიყვარულის ამბავი (დუეტი ლელა წურწუმიასთან)
  • მოვა (დუეტი თამუნა ამონაშვილთან)
  • დიდხანს გელოდი
  • Fly with me
  • ხელები (დუეტი მაია დარსმელიძესთან)
  • ჩემი აღარა ხარ მორჩა
  • დამიბრუნდი
  • დამღალე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brey, Marco. (2009-02-18) Stephane & 3G to represent Georgia in Moscow. EBU. ციტირების თარიღი: 2009-02-18.