სტეფანე გურიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიელი.
სტეფანე გურიელი
დაბადების თარიღი 1730
მოგილიოვი
გარდაცვალების თარიღი 1812
ეთნიკურად ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა სამხედრო მოღვაწე
წოდება გენერალ-მაიორი
მეუღლე(ები) ანა ტიმოთეს ასული სუროვცევა
მშობლები მამა: ქაიხოსრო III გურიელი
ნათესავები ივანე გურიელი (შვილი)

სტეფანე გურიელი (დ. 1730, მოგილიოვი — გ. 1812) — წარმოშობით ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალ–მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო შვილი გურიის მთავარ ქაიხოსრო III გურიელისა, რომელიც 1724 წელს წავიდა რუსეთში. 1754 წლიდან მსახურობდა ჯარში; იყო კავალერისტი. 1758 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების და 1787-1791 წლების ომებში. ამ ომში მან მიიღო წმინდა გიორგის ორდენი IV ხარისხის. 1800 წელს გახდა კავალერიის გენერალ–მაიორი. მისი შვილი, ივანე გურიელი იყო ასევე რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]