სტეფანავანის დენდროპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანავანის დენდროპარკი

Ստեփանավանի դենդրոպարկ

სტეფანავანის დენდროპარკი
მდებარეობა დროშა: სომხეთი სომხეთი, ლორეს პროვინცია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
უახლოესი ქალაქი სტეფანავანი, დროშა: სომხეთი სომხეთი
კოორდინატები 40°56′14″ ჩ. გ. 44°28′48″ ა. გ. / 40.93722° ჩ. გ. 44.48000° ა. გ. / 40.93722; 44.48000
დაარსდა 1931 წელს

სტეფანავანის დენდროპარკი (სომხ. Ստեփանավանի դենդրոպարկ) — დენდრარიუმი სოფელ გიულაგარაკის მახლობლად, ლორეს პროვინციაში, სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან 85 კილომეტრში. დაარსდა 1931 წელს პოლონელი ინჟინერის ედმონდ ლეონოვიჩის მიერ.

პარკი მთლიანად 35 ჰექტარზეა განფენილი, აქედან 17,5 ჰა ბუნებრივ ტყეს უკავია, დანარჩენი კი დეკორატიულ ხეებს. დენდროპარკი შედგება ფოთლოვანი ტყისაგან და დეკორატიული ნარგავებისგან. ასევე ვხვდებით ვაშლის, მსხლისა და ვერხვის ჯიშებს. პარკი მდიდრდება სხვადასხვა ბოტანიკური ბაღებიდან, მათ შორის მოსკოვის, კიევისა და თბილისის ბოტანიკური ბაღებიდან. არაერთი სახეობა შემოიტანეს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან. დღეს სტეფანავანის დენდროპარკში 500-მდე სახეობის მცენარეს შევხვდებით.

დღეს სტეფანავანის დენდროპარკი ფართო საზოგადოებისთვის წარმოადგენს ინტერესთა სფეროს. მათ შორის მეცნიერებისათვის და ეკო-ტურისტებისათვის. ეს ადგილი გამოიყენება მოსწავლეთა განათლებისა და სტაჟირებისათვის, რადგან პარკი ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს ამიერკავკასიაში. პარკი ექსკურსიებისა და ბოტანიკურ - ზოოლოგიური ტურების ადგილიცაა.

პარკში შესვლა უფასოა და ღიაა ყველასათვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dr. Leonovich (February 2002). „Stepanavan Dendropark, Armenia“. 3 (8). BGCI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-14. ციტირების თარიღი: 2015-10-24. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Stepanavan "Sojut" Dendropark. Reserve Park Complec SNCO of the Ministry of Nature Protection of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  • Liana Sayadyan (September 15, 2008). „Stepanavan Begins to Breathe and Live“. Hetq Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 31, 2011. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  • დენდროპარკი ArmeniaPedia.org-ზე