სტეტკევიჩის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეტკევიჩის სახლი
Дом Стеткевич
კოორდინატები 59°43′23″N 30°24′29″E / 59.722997° ჩ. გ. 30.408141° ა. გ. / 59.722997; 30.408141
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი გ. გ. ფონ გოლი
სტილი ჩრდილოეთის მოდერნი
თარიღდება 1909
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831555000

სტეტკევიჩის სახლი (რუს. Дом Стеткевич) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ პუშკინში, სანქტ-პეტერბურგი. მისამართი მაღაზიის ქუჩა, სახლი № 40/27. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1909 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააშენეს მიწის ნაკვეთზე, რომლის ნომერიც იყო 231. იგი ეკუთვნოდა მოქმედ მრჩეველს მ. ლ. სტეტკევიჩს. პროექტის ავტორი იყო პეტერბურგელი არქიტექტორი გ. გ. ფონ გოლი.

1991 წელის თებერვლიდან შენობაში განთავსებულია „ცარსკოე-სელოს კოლექციის“ მუზეუმი, რომლიც დააარსა მხატვარმა ა. მ. ნეკრასოვმა. მუზეუმთან მოქმედებს სასწავლო „სამხატვრო სახელოსნო“. მუზეუმის ძირითადი მიმართულებაა 1920-1930-იანი წლების ლენინგრადის ფერწერა. საერთო ჯამში მუზეუმში არის ექვსი საგამოფენო დარბაზი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალ ცოკოლზე მდგარი ორსართულიანი შენობა აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. ცოკოლი მოპირკეთებულია რუხი გრანტის ფილებით.

1950-იანი წლების დასაწყისში მიიღეს გადაწყვეტილება სახლის ახალი გადაგეგმარების შესახებ, რის შემდეგაც ამოიყვანეს პირველი სართულის ფანჯრები. გაანადგურეს მორთულობის ელემენტები, დაიკარგა ისტორიული კარი და ფანჯრები. 1989 წელს ქალაქ პუშკინის აღმასრულებელ კომიტეტში დადგა საკითხი შენობის დანგრევის შესახებ, რადგან იგი იყო ავარიულ მდგომარეობაში. მაგრამ იმავე წელს მხატვარ ა. მ. ნეკრასოვის მიერ შენობაში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გალერეა“, რომლის ძალებითაც დაიწყო შენობის გადარჩენა. შენობა მთლიანად გარემონტეს 2009 წლისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 378. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]