სტერილური კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცენარეების სტერილური კულტურებიმცენარის გამოზრდა უმიკროორგანიზმებო გარემოში. სტერილური კულტურები ემსახურება მცენარის მიერ მინერალური და ორგანული ნივთიერებების შთანთქმისა და შეთვისების პროცესების შესწავლას, მცენარეთა კვებასა და ცხოველმოქმედებაში მიკროორგანიზმების როლის დადგენას, ნივთიერებათა ცვლაში ფესვთა სისტემის მონაწილეობის გარკვევას და სხვა. ამ მიზნით გამოიყენება წყლის, ქვიშის ან დიადაგის სტერილური კულტურები საკვების შემცვლელ წყლიან, ქვიშიან ან ნიადაგიან ჭურჭელს ავტოკლავში ასტერილებენ. სტერილური კულტურების მისაღებად თესლებს წინასწარ ამუშავებენ სპეციალურ სტერილიზატორებში ბრომის, წყალბადის ზეჟანგის და სხვა ხსნარებით. კონცენტრირებული გოგირდმჟავა გამოიყენება მკვირსგარსიანი თესლებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]