სტეპის წითელი ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სტეპის წითელი ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს უკრაინის სტეპის ნაცარა და წითელი საქონლის შეჯვარებით წითელ ოსტფრისლანდიურ და სხვა ჯიშებთან. ყოფილ სსრკ-ში ფართოდ იყო გავრცელებული, ფერად წითელია, მკვრივი აგებულება და კარგი გამძლეობა აქვს. ფურის საშუალო წლიური წველადობა სანაშენე ფერმებში არის 4000-4500 კგ რძე (ცხიმიანობა 3,6—3,8%). ცოცხალი მასა ფურისა 420—540 კგ (უდიდესია 700 კგ), კუროსი — 700—1000 კგ (უდიდესი 1200 კგ). გასუქებული ცხოველის ნაკლავის გამოსავლიანობა 50-55%.

სტეპის წითელი ჯიში მოშენებულია საქართველოს დაბლობი ზონის იმ რაიონებში, რომელთა დანიშნულებაა მოუხდელი რძის წარმოება. 1980 წელს საქართველოს კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში მისი რაოდენობა ჯიშიან ცხოველთა მთელი სულადობის 12,7% შეადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]