შინაარსზე გადასვლა

სტეპან ტარაბალკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეპან ტარაბალკა
Степан Тарабалка
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1993
დაბადების ადგილი სოფ. კოროლივკა, კოლომიის რაიონი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 2022
გარდაცვალების ადგილი ჟიტომირი, უკრაინა
კუთვნილება უკრაინა
ჯარის სახეობა უკრაინის საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 2014–2022
წოდება მაიორი
ბრძოლები/ომები

რუსეთ-უკრაინის ომი,

ომი დონბასში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ჯილდოები „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენი, ტიტული „უკრაინის გმირი“

სტეპან ტარაბალკა (უკრ. : Степан Тарабалка; დ. 9 იანვარი, 1993, სოფ. კოროლივკა, კოლომიის რაიონი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი – გ. 13 მარტი, 2022, ჟიტომირი, უკრაინა) — უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე, უკრაინის გმირი „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დაჯილდოებული (სიკვდილის შემდეგ).

უკრაინული MiG-29, სტეპან ტარაბალკას მიერ პილოტირებულის მსგავსი
გარე ვიდეოფაილები
სტეპან ტარაბალკა - უკრაინის გმირი

სტეპან ტარაბალკა დაიბადა 1993 წლის 9 იანვარს სოფელ კოროლივკაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში[1]. იგი იზრდებოდა უბრალო უკრაინულ ოჯახში, სადაც სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ადრეული ასაკიდანვე ჩაინერგა. ახალგაზრდა სტეპანი გამოირჩეოდა მიზანდასახულობით, დისციპლინით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ბავშვობიდანვე ოცნებობდა სამხედრო მფრინავობაზე. დედის, ნატალიას მოგონებებით, პატარა სტეპანი გატაცებული იყო MiG-ების თვალთვალით, როდესაც ისინი მისი სახლის თავზე გადაიფრენდნენ. ბიჭს ასევე იზიდავდა სადესანტო ჯარების წვრთნების ყურება. მისი ოთახის კედლები მოფენილი იყო საბრძოლო თვითმფრინავების პოსტერებით, ხოლო თავისუფალ დროს ხშირად აწყობდა თვითმფრინავების მოდელებს[2][3]. 13 წლის ასაკში შევიდა პრიკარპატიის სამხედრო-სპორტულ ლიცეუმში, სადაც გამოირჩეოდა როგორც სასწავლო პროგრამაში, ისე ფიზიკურ მომზადებაში. თანაკურსელები და მასწავლებლები მას ახასიათებდნენ როგორც წესიერ, გაწონასწორებულ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდას. შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის ივან კოჟედუბის სახელობის საჰაერო ძალების ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2014 წელს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მსახურობდა როგორც MiG-29 გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტი და სწრაფად მოიპოვა აღიარება თავისი პროფესიონალიზმითა და მფრინავის გამორჩეული უნარებით. 2022 წლის 13 მარტს სტეპან ტარაბალკა დაიღუპა საჰაერო ბრძოლაში ჟიტომირის თავზე, როდესაც ებრძოდა რუსი ოკუპანტების უპირატეს ძალებს. მის საბრძოლო მისიას უკრაინის ცის დაცვა წარმოადგენდა. დაკრძალულია 2022 წლის 17 მარტს მშობლიურ სოფელ კოროლივკაში, სადაც ათასობით ადამიანი მივიდა გმირის პატივის მისაგებად[4][5].

„კიევის მოჩვენების“ ლეგენდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეპან ტარაბალკას სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში გავრცელებულ ლეგენდას „კიევის მოჩვენების“ შესახებ. 2022 წლის მარტის ბოლოს მისი დაღუპვა ბევრმა დაუკავშირა „კიევის მოჩვენებად“ წოდებული ლეგენდარული პილოტის დაღუპვას[6], რომელსაც მიეწერებოდა მტრის მრავალი თვითმფრინავის ჩამოგდება[7][8]. 2022 წლის 29 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა „The Times“-მა სტატიაში სტეპან ტარაბალკა პირდაპირ მოიხსენია „კიევის მოჩვენებად“[9]. გამოცემის ცნობით, ომის პირველ დღეს მას მოუხერხებია ექვსი მტრული თვითმფრინავის განადგურება, ხოლო მოგვიანებით ჩამოგდებული საფრენი აპარატების რაოდენობამ 40-ს მიაღწია[7]. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. მათი განცხადებით, „კიევის მოჩვენება“ არის კრებითი სახე და აღნიშნავს საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური ავიაციის ბრიგადის ყველა მფრინავს, რომლებიც დედაქალაქის ცას იცავდნენ. საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახურის ოფიციალური განმარტებით, „კიევის მოჩვენება არის სუპერგმირი-ლეგენდა, რომლის სახეც უკრაინელებმა შექმნეს![7][10]

სტეპან ტარაბალკას დარჩა მეუღლე ელენა, ვაჟი იაროსლავი, მამა ივანი და დედა ნატალია[11][12].

„უკრაინის გმირის“ წოდება „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით (2022, სიკვდილის შემდეგ) — „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი პირადი სიმამაცისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცისადმი ერთგულებისთვის“'[13].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Привид Києва героїчно загинув у бою. Президент нагородив його посмертно uk (2022-03-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-25. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  2. Іванческул, Дмитро. (2022-03-25) Арестович спростував фейк про загибель "Привида Києва": пішов у небо інший Герой України. Фото uk. ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  3. "Привид Києва" не загинув: військові розповіли про особистість героя uk. ციტირების თარიღი: 2022-04-30.
  4. Олехнович, Анастасія. (2022-04-09) Герой України Степан Тарабалка знищував окупантів у повітрі, аби захистити людей на землі uk. ციტირების თარიღი: 2022-05-01.
  5. НЕ ВМИРАЮТЬ — ГЕРОЇ СЕРЕД НАС!..
  6. Слово владики Василія Івасюка на похороні Степана Тарабалка
  7. 7.0 7.1 7.2 Кіртока, Віолетта. (2022-04-30) The Times опублікувала статтю про легендарного Привида Києва. Видання називає ним майора Степана Тарабалку, який загинув 13 березня у повітряному бою. ФОТО uk. ციტირების თარიღი: 2022-05-01.
  8. Президент присвоїв загиблому льотчику з Прикарпаття звання Герой України
  9. Brown, Larissa. (2022-04-29) Ghost of Kyiv is alive in all pilots fighting for Ukraine, says air force en. ციტირების თარიღი: 2022-05-01.
  10. Повітряні сили ЗСУ: українські військові не вчаться за кордоном літати на F-16, а «привид Києва» – це легенда ФОТО uk (2022-04-30). ციტირების თარიღი: 2022-05-01.
  11. Facebook
  12. На війні загинув коломиянин Степан Тарабалка uk (2022-03-15). ციტირების თარიღი: 2022-03-26.
  13. თარგი:УПУ