სტენოფაგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტენოფაგია (ბერძ. στενός — „ვიწრო“ და ბერძ. φᾰγεῖν — „ჭამა“) — ცხოველთა ვიწრო სპეციალიზებული კვება ერთი (მონოფაგია) და რამდენიმე სახის საკვებით (ოლიგოფაგია). სტენოფაგებს განეკუთვნება მრავალი უხერხემლო (მათ შორის მწერები), აგრეთვე ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველი. მაგალითად, ვაშლის ჩრჩილის მატლი ჭამს მხოლოდ ვაშლის ხის ფოთლებს, ზოგიერთი კოპროფაგი — განსაზღვრული სახეობის ცხოველის ექსკრემენტს, შაკი — თევზს, სამხრეთ ამერიკის სამთითა ზარმაცა (ძუძუმწოვარი) ერთი სახეობის მცენარის (ცეკროპია) ფოთლებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]