სტენობიონტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტენობიონტები (ბერძნ. stenos — ვიწრო, შეზღუდული და ბიონტი — ცოცხალი) — ცხოველები და მცენარეები, რომელთაც გააჩნიათ გარემოს შედარებით მუდმივ პირობებში არსებობის უნარი. სტენობიონტებს განეკუთვნება მრავალი პარაზიტი და სიმბიონტი, რომელთაც აქვთ მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობის წარმომადგენელთან თანაცხოვრების უნარი, აგრეთვე ოკეანეების სიზრქეში, მღვიმეებში, ტენიან, ტროპიკულ ტყეებში, მაღალმთიან რაიონებში ბინადარი მრავალი ცხოველი.

სტენობიონტებია მანული, პრომეთეს მემინდვრია, ტიბეტის ზეგანზე მცხოვრები იაკი, ჩიმბორასოს პიკზე მობინადრე კოლიბრი და სხვა. სტენობიონტობის უნარი ზღუდავს განსახლების შესაძლებლობას და განაპირობებს სახეობათა ლოკალურ გავრცელებას (ვიწრო არეალი). სტენობიონტებს უპირისპირდება ევრიბიონტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]