შინაარსზე გადასვლა

სტენლი (ფოლკლენდის კუნძულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სტენლი (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
სტენლი
ინგლ. Stanley, ესპ. Puerto Argentino
გერბი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია ფოლკლენდის კუნძულები
კოორდინატები 51°41′31″ ს. გ. 57°51′32″ დ. გ. / 51.69194° ს. გ. 57.85889° დ. გ. / -51.69194; -57.85889
დაარსდა 1843
ფართობი 2,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 51
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 2460 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 980 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
ოფიციალური საიტი http://www.falklandislands.com/
სტენლი (ფოლკლენდის კუნძულები) — გაერთიანებული სამეფო
სტენლი (ფოლკლენდის კუნძულები)

სტენლი (ინგლ. Stanley, ესპ. Puerto Argentino) — ატლანტის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების (რომლის საკუთრებაზეც პრეტენზიას აცხადებს არგენტინა) ადმინისტრაციული ცენტრი და ერთადერთი ქალაქი, რომელიც მდებარეობს 460 კმ-ით აღმოსავლეთით მატერიკ სამხრეთ ამერიკის სამხრეთი დაბოლოებიდან. ქალაქი მდებარეობს კუნძულ აღმოსავლეთ ფოლკლენდზე (სოლედადი), ატლანტის ოკეანის ნაპირზე. საზღვაო პორტი.

2016 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქ სტენლიში ცხოვრობდა 2460 ადამიანი.[1]

ქალაქიდან 5 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს შიდა სტენლის აეროპორტი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კავშირს დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზებთან ანტარქტიკაში.

ქალაქში მდებარეობს ფოლკლენდის კუნძულების მუზეუმი, გუბერნატორის რეზიდენცია და მთავრობა, ასევე ანგლიკანური ქრისტეს ეკლესიის კათედრალური ტაძარი.

თავდაპირველად ფოლკლენდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი იყო პორტ-ლუისი, რომელიც მდებარეობს ქალაქ სტენლიდან ჩრდილოეთით. მაგრამ შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ცენტრის ახალ ადგილას გადატანის შესახებ. შესაბამისად 1843 წლიდან დაიწყო ახალი ქალაქის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო 1845 წელს ახალ ქალაქში გადატანილი იქნა სახელმწიფო დაწესებულებები. ქალაქს სახელი დაერქვა ლორდ სტენლის პატივსაცემად, რომელსაც იმ დროს ეკავა კოლონიების სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.

ქალაქ სტენლის კლიმატი საკმაოდ უჩვეულოა — სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ განედებში მდებარეობის მიუხედავად ქალაქში ჰაერის ტემპერატურის სეზონებსშორისი ცვალებადობა შეადგენს სულ რაღაც 8 °C. თებერვლის საშუალო ტემპერატურა (ყველაზე უფრო თბილი თვე) შეადგენს 9,7 °C-ს, ხოლო ივლისის (ყველაზე უფრო ცივი თვე) 2,0 °C-ს. ქალაქ სტენლიში კლიმატური ზამთარი და კლიმატური ზაფხული არ არსებობს, შესაბამისად ქალაქის კლიმატი ახლოს დგას სუბარქტიკული ზღვის კლიმატთან, მაგრამ მაღალი ზამთრის ტემპერატურების გამო ნომინალურად კლიმატი ზომიერი საზღვაოა.