სტენლი კრამერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტენლი კრამერი
Stanley Kramer.JPG
სტენლი კრამერი 1955 წელს
დაბ. თარიღი სტენლი ერლ კრამერი
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
29 სექტემბერი, 1913
გარდ. თარიღი 19 თებერვალი, 2001 (87 წლის)
ვუდლენდ-ჰილზი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი
აქტიური 1933–1979

სტენლი ერლ კრამერი (ინგლ. Stanley Earl Kramer; დ. 29 სექტემბერი, 1913 — 19 თებერვალი, 2001) — ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, რომლის ფილმებში ძირითადად აისახებოდა სოციალური პრობლემები. მის ნამუშევრებში წარმოჩენილია ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა რასიზმი („უტიფრები“ და „აბა გამოიცანი, ვინ მოვა სადილზე?“), ბირთვული ომი („სანაპიროზე“), სიხარბე („ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“), კრეაციონიზმი ევოლუციის წინააღმდეგ („მოიმკი ქარიშხალს“) და ასევე ფაშიზმის მიზეზები და შედეგები („განაჩენი ნიურნბერგში“). მის განთქმულ ფილმების სიაში შედის „ზუსტად შუადღეს“ 1952, პროდიუსერი), „ქეინის აჯანყება“ (1954, პროდიუსერი) და „სულელების გემი“ (1965).

რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, სტენლი კრამერი დაახასიათა „საოცრად ნიჭიერ ნათელმხილველად“[1] და ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორად. 2015 წელს, ოქროს გლობუსის 71-ე დაჯილდოებაზე, მისმა მეგობარმა, კევინ სპეისმმა, კრამერს უწოდა ყველა დროის საუკეთესო რეჟისორი.[2][3]

კრამერის ნამუშევრებს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის: 16 აკადემიის ჯილდო და 80 ნომინაცია. როგორც პროდიუსერი და რეჟისორი ოსკარზე ცხრაგზის იქნა ნომინირებული.[4] 1961 წელს გადაეცა ირვინგ ტალბერგის მემორიალური ჯილდო. 1963 წელს იყო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი.[5] 2002 წელს შეიქმნა სტენლი კრამერის ჯილდო და გადასცემენ ფილმებს, რომლებიც „დრამატულად ასახავენ პროვოკაციულ სოციალურ პრობლემებს“.[1]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Tribute to Stanley Kramer" YouTube-ზე
  2. "Golden Globes' Most Touching Moment Wasn't Captured On TV", Deadline.com, Jan. 12, 2015
  3. "Kevin Spacey drops F-bomb during Golden Globes speech", „NY Daily News“, Jan. 12, 2015
  4. Byman, Jeremy. Showdown at High Noon: Witch-hunts, Critics, and the End of the Western, Scarecrow Press (2004) pp. 9, 29-45; 73-76; Ch. 5
  5. 3rd Moscow International Film Festival (1963). MIFF. წაკითხვის თარიღი: 2012-11-25.