შინაარსზე გადასვლა

სტენლი დონენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტენლი დონენი

დონენი 2010 წელს
დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1924
კოლუმბია, სამხრეთი კაროლინა, აშშ.
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 2019 (94 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ.
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • პროდიუსერი
  • ქორეოგრაფი
  • მოცეკვავე
  • თეატრის რეჟისორი
აქტიური 1940—2003
ცნობილი ნაშრომები
მეუღლე(ები)
პარტნიორ(ებ)ი ელეინ მეი
შვილ(ებ)ი 3, მათ შორის ჯოშუა დონენი

სტენლი დონენი (/ˈdɒnən/;[1] დ. 13 აპრილი, 1924 — გ. 21 თებერვალი, 2019) — ამერიკელი რეჟისორი და ქორეოგრაფი. 1998 წელს დაჯილდოვდა საპატიო ოსკარით, 2004 წელს ვენეციის კინოფესტივალმა ოქროს ლომი გადასცა. მისი შემოქმედებიდან ოთხი ფილმი კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.

დონენმა კარიერა რეჟისორ ჯორჯ ებოტის ბროდვეის მოცეკვავეთა გუნდში დაიწყო. 1943 წლიდან ჰოლივუდში ქორეოგრაფად მუშაობდა იქამდე, სანამ მას MGM-ი რეჟისორად არ აიყვანდა და ჯინ კელისთან ერთად პროდიუსერ არტურ ფრიდს არ დააქვემდებარებდა. დონენმა და კელიმ ერთად იმუშავეს ფილმებზე: „შვებულება ქალაქში“ (1949), „სიმღერა წვიმაში“ (1952) და „ყოველთვის კარგი ამინდია“ (1955).[2][3] ამ უკანასკნელზე მუშაობისას დონენისა და კელის ურთიერთობა დაიძაბა. დონენმა იმავე პერიოდში გამოსცა ფილმები: „სამეფო ქორწილი“ (1951), „შვიდი საცოლე შვიდი ძმისთვის“ (1954) და „მხიარული სახე“ (1957).

1957 წელს დონენმა MGM-ი დატოვა და დამოუკიდებელი პროდიუსერი გახდა. მის შემდგომ რომანტიკულ ფილმებს - „მოურიდებლად“ (1958), „შარადა“ (1963) და „ორნი გზაზე“ (1967) საკმაო წარმატება ხვდა. მან ასევე გადაიღო თრილერი აგენტებზე - „არაბესკა“ (1966), ბრიტანული კომედია „სურვილით დაბრმავებული“ (1967), მიუზიკლები - „დაწყევლილი იანკები“ (1958) და „პატარა უფლისწული“ (1974), დრამა-კომედია „იღბლიანი ლედი“ (1975) და სექს-კომედია „დააბრალე რიოს“ (1984).

  1. Say How: D. National Library Service for the Blind and Physically Handicapped. ციტირების თარიღი: February 23, 2019
  2. GENE KELLY: ANATOMY OF A DANCER (June 8, 2006). ციტირების თარიღი: July 4, 2022.
  3. Stanley Donen [biography]. ციტირების თარიღი: July 4, 2022.