სტენლის თასის ფინალი 1928

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნჰლ-ის 1928 წლის სტენლის თასის ფინალი გაიმართა ნიუ-იორკ რეინჯერსსა და მონრეალ მარუნს შორის. ეს იყო ნიუ-იორკ რეინჯერსის პირველი ფინალი, რომელშიც მათ შესძლეს გასვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკ რეინჯერსი მეორე სეზონს ატარებდა ნჰლ-ში.

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეინჯერსმა დაამარცხა პიტსბურგ პირატები მეოთხედ ფინალში 6-4 ანგარიშით, ხოლო ნახევარფინალი გამართა ბოსტონ ბრუინსთან სადაც 5-2 გამარჯვების შემდეგ გააღწია ფინალამდე.

მონრეალ მარუნსმა დაამარცხა მეოთხედ ფინალში ოტავა სენატორსი ანგარიშით 3-1, ხოლო ნახევარ ფინალში დაამარცხეს მონრეალ კანადიანსი 3-2 და გავიდნენ ფინალში.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალის თამაშები მონრეალში გაიმართა, რადგან მედისონ სკვერ გარდენი (ნიუ-იორკი) დაკავებული ჰქონდა ცირკს.

რეინჯერსმა დაკარგა მეკარე ლოურნ ჩებოტი, რომელმაც მეორე თამაშში დაიზიანა თვალი. რის შემდეგადაც 44 წლის ლესტერ პატრიკმა აიღო თავის ტავზე მეკარეობა და მოთამაშეებს უთხრა: „არ მისცეთ მოხუცს დაცემის უფლება!“. რეინჯერსმა დამატებულ დროში ანგარიშით 2-1 გაიმარჯვა და დაეუფლა სტენლის თასს. პატრიკი ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი გახდა, რომელსაც ოდესმე უთამაშია სტენლის თასის ფინალში (44 წლის, 3 თვის და 10 დღის) - ეს რეკორდი რომელიც დღემდე შეუცვლელი რჩება.

შემდეგი ორი მატჩისათვის ნიუ იორკ რეინჯერსმა აიყვანა ნიუ-იორკ ამერიკანსის მეკარე ჯო მილერი, რომელიც ასევე დაეხმარა სტენლის თასის მოგებაში.

რიცხვი გასვლითი გუნდი ანგარიში შინ მოთამაშე გუნდი
5 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 0-2 მონრეალ მარუნსი
7 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 2-1 მონრეალ მარუნსი
10 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 0-2 მონრეალ მარუნსი
12 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 1-0 მონრეალ მარუნსი
14აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 2-1 მონრეალ მარუნსი

ნიუ-იორკ რეინჯერსი - 1928 წლის სტენლის თასის ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი

  • 5 ბილ ქუკი (კაპიტანი)
  • 7 ფრენკ ბუჩერი
  • 11 ლორი სკოტი

შემტევები

  • 2 ალექს გრეი
  • 6 ფრედ ბან ქუკი
  • 8 ბილი ბოიდი
  • 9 მიურეი მერდოქი
  • 10 პოლ ტომფსონი

მცველები

  • 3 ივან ჩინგ ჯონსონი (Ivan Ching Johnson)
  • 4 კლერენს ტეფი აბელი
  • 12 ლეო ბურგო (Leo Bourgeault)
  • 14 ფრენკ პეტსი კელიგენი

მეკარეები

  • 1 ლორნ ჩებოტი
  • 1 ჯოუ მილერი (შეცვლილი)
  • 16 ლესტერ პატრიკი (მოთამაშე-მენეჯერი-მწვრთნელი)

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ ჰომონდი - პრეზიდენტი / მფლობელი
  • ჰარი ვესტერბი - მწვრთნელი
  • უილიამ ქერი , რიჩარდ ჰოტი , ჯორჯ რიკარდი - დირექტორები