სტეიტენ-აილენდის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეიტენ-აილენდის მუზეუმი
40°38′39″ ჩ. გ. 74°04′40″ დ. გ. / 40.644361° ჩ. გ. 74.077778° დ. გ. / 40.644361; -74.077778
დაარსდა 1881
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა სტეიტენ-აილენდი
ოფიციალური საიტი statenislandmuseum.org
Map

სტეიტენ-აილენდის მუზეუმი (ოფიციალურად სტეიტენ-აილენდის ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტი ) — სტეიტენ-აილენდის უძველესი კულტურული დაწესებულება, მდებარეობს ნიუ იორკში, აშშ.

დაარსდა 1881 წელს ნიუ-იორკის თოთხმეტი პირველი გარემოსდაცვითი აქტივისტის მიერ, სტეიტენ-აილენდის მუზეუმში დაცულია არტეფაქტები და ნიმუშები, უძველესიდან თანამედროვე პერიოდებამდე.

მუზეუმის სამფლობელო ფორმალურად იყოფა სამ ძირითად კოლექციად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და ისტორიის არქივები და ბიბლიოთეკა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლექციები მოიცავს 500 000 -ზე მეტ ბოტანიკურ, ბიოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და მინერალურ ნიმუშს, მათ შორის ფრინველთა ბუდეებს და კვერცხებს, მტაცებელ ცხოველებს, ნამარხებს, ჭურვებს და მწერების მნიშვნელოვან კოლექციას, მათ შორის მნიშვნელოვანი ტიპის ნიმუშებს. მე-19 საუკუნის მოდელზე დაყრდნობით, ხელოვნების კოლექცია მოიცავს ნამუშევრებს, პრეისტორიის ეპოქიდან თანამედროვე პერიოდამდე, ხელოვნების კოლექციაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი მსოფლიო კულტურა. მუზეუმის ისტორიული კოლექცია მოიცავს ბიბლიოთეკას, რუქებსა და ატლასებს, ადრეულ ფილმებს, აუდიოჩანაწერებს, ფოტოსურათებს, ისტორიულ ობიექტებს, ეფემერებსა და საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც ძირითადად მე-17 საუკუნით თარიღდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეიტენ-აილენდის მუზეუმი დაარსდა 1881 წელს, როგორც ადგილობრივი ნატურალისტებისა და ანტიკვარების კერძო საზოგადოება, რომლებმაც გააერთიანეს თავიანთი პერსონალური კოლექციები საზოგადოებრივი მუზეუმის შესაქმნელად. ქალაქის დაცვაში განსაკუთრებულად დიდი წვლილი შეიტანეს უილიამ ტ. დევისმა, ნათანიელ ლორდ ბრიტონმა, არტურ ჰოლიკმა, და [1] ჩარლზ ვ. ლენგმა. მუზეუმი ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე და მონაწილეობა აქვს მიღებული High Rock Park-ისა და William T. Davis Wildlife Refuge-ის შენარჩუნებაში. 1909 წელს მოეწყო ხელოვნების სექცია, ხოლო 1919 წელს სტეიტენ-აილენდის ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტი გაერთიანდა, რათა ფართო მაშტაბით გაეხორციელებინათ მუზეუმის მისია.

მუზეუმს მასში არსებული კოლექციების მრავალფეროვნების გამო „მინი სმიტსონიანი“ ეწოდა. როგორც ზოგადი ინტერესის მუზეუმი, ეს არის ამერიკაში პირველი ტიპის საჯარო მუზეუმის ერთ-ერთი ბოლო ხელუხლებელი მაგალითი და მას ყოველწლიურად ათი ათასობით მნახველი ჰყავს.

როგორც უძველესი კულტურული ორგანიზაცია სტეიტენ-აილენდზე, მუზეუმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ რეგიონში მრავალი სხვა კულტურული ორგანიზაციის დაარსებაში. ესენია: ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი (ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ნათანიელ ლორდ ბრიტონი გახდა მისი პირველი დირექტორი), სტეიტენ-აილენდის ზოოპარკი (თავდაპირველად სტეიტენის კუნძულის ზოოლოგიური საზოგადოება), სტეიტენ-აილენდის კუნძულის ისტორიული საზოგადოება და სტეიტენ-აილენდის ბავშვთა მუზეუმი. მუზეუმმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა სტეიტენ-აილენდის გარემოზე, დიდი წვლილი შეიტანა პარკის, Greenbelt-ის შენარჩუნებაში და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში.

მიმდინარე მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეიტენ-აილენდის მუზეუმის მისიაა ბუნებისმეტყველების, ხელოვნებისა თუ ადგილობრივი ისტორიული მასალის დოკუმენტირება, კვლევა, შენახვა, შეგროვება, ინტერპრეტაცია და გამოფენა. [2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს ადგილობრივ ისტორიულ კოლექციაში აქვს ნახევარ მილიონზე მეტი ობიექტი შენახული, მათ შორისაა 1776 წლის სამხედრო დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა ბრიტანული არმიის მეთაურმა, უილიამ ჰოუიმ.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ხელოვნების კოლექცია მოიცავს ძველ ეგვიპტურ ქანდაკებას, რენესანსის ფერწერებს, მე-19 საუკუნის პეიზაჟებს, 21-ე საუკუნის აბსტრაქტულ ხელოვნებას, ფოტოგრაფიას და ახალ მედიას. ეს არის ერთადერთი მუზეუმი, რომელიც აქტიურად აგროვებს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს. მის კოლექციებში შედის ამერიკული ლანდშაფტის ნახატები, ძველი ოსტატის ანაბეჭდები, კოსტიუმების ისტორიული ნაწილები და კოსტუმების აქსესუარები, აფრიკული ქანდაკება თუ ნიღბები, ეგვიპტური, ბერძნული და რომაული სიძველეები, იაპონური ანაბეჭდები, კოლუმბიური კერამიკა, უძველესი და თანამედროვე მშობლიური ამერიკული ნიმუშები, ინგლისური და ამერიკული ვერცხლი, და როგორც დასავლური, ისე არადასავლური ობიექტები, მაგალითად ჩინური სასმისების ბოთლების კოლექციები, ჯიბის საათები, ადგილობრივი კეთილისმყოფელ-კოლექციონერთა ანდერძები. მას აქვს სამუელ ჰ. კრესის იტალიური რენესანსის ნახატების ჯგუფი და მე-19 საუკუნის რენესანსული აღორძინების რამდენიმე ბრინჯაოს ნამუშევარი.

აქ არის მე-19-მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ნახატები და გამოჩენილი ადგილობრივი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. სტეიტენ-აილენდის ხელოვნების კოლექციაში უამრავი ცნობილი მხატვრის ნამუშევარია დაცული, მათ შორისაა: რემბრანდტის, გოიას, პირანსისა და აუდუბონის ანაბეჭდები, კროპსიის, მორანის, ალმა-ტადემას, ჯოვანი დი პაოლოსა და პორდენონეს ნახატები, ჰირამ პაუერსისა და გერტრუდ ვანდერბილტ უიტნის ქანდაკება. თანამედროვე ხელოვნების კოლექცია მოიცავს ჯონ სლოუნის, გაი პენე დუ ბოის, ჯორჯ ბელოუსს, ენდი უორჰოლს, ფილიპ პერლშტეინს, იზაბელ ბიშოპს, პიტერ მაქსს, დონალდ ჯუდს და ხალხურ მხატვარს კლემენტინ ჰანტერს. სტეიტენ-აილენდის მუზეუმის ჰოლდინგში წარმოდგენილია 150-ზე მეტი ქალი მხატვარი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დაცულია ნიუ-იორკის ბიომრავალფეროვნება, მათ შორისაა ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ნიმუშები, დაცულია თევზების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების კოლექციები, ასევე 500,000-მდე მწერის და 25,000-მდე ჰერბარიუმში დაცული მცენარეების ნიმუშები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Records of the Herbarium (RG 4) CHARLES ARTHUR HOLLICK RECORDS (1873-1979)
  2. Mission of the Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2021-09-24.