სტეიკ ო პუავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეიკ ო პუავრი

სტეიკ ო პუავრი ფილე მინიონითა და პილპილის სოუსით
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო ფრანგული
მთავარი
ინგრედიენტები
ფილე მინიონი, პილპილის მარცვლები

სტეიკ ო პუავრი (ფრანგ. Steak Au Poivre, წარმოთქმა ფრანგულად: ​[stɛk‿o pwavʁ]) ან პილპილიანი სტეიკი — ფრანგული კერძი, რომელიც შედგება უხეშად დატეხილი პილპილის მარცვლებით დაფარული სტეიკისგან. ტრადიციულად ის ფილე მინიონისგან კეთდება.[1][2] შეწვის დროს სტეიკის ზედაპირზე წიწაკის მარცვლები გარსს ქმნის.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეწვამდე ხორცის ნაჭერი იფარება შავი ან შერეული პილპილის უხეშად დატეხილი მარცვლებით. როგორც წესი, სტეიკი ცხელ ტაფაზე მცირე რაოდენობით კარაქთან და ზეთთან ერთად იწვება. სტეიკი იწვება მაღალ ტემპერატურაზე, რათა სწრაფად მოხდეს გარსის წარმოქმნა. გარსი ხელს უშლის ტენის დაკარგვას, სტეიკის გული კი მსუბუქად ან საშუალო-მსუბუქად შემწვარი რჩება. თერმული დამუშავების (შეწვის) დასრულების შემდეგ მირთმევამდე სტეიკს რამდენიმე წუთით აყოვნებენ.[3][4]

სტეიკ ო პუავრს ხშირად მიირთმევენ პილპილის სოუსთან ერთად რომელსაც ამზადებენ რედუცირებული კონიაკით, ნაღებით და ტაფის ძირზე დარჩენილი ფუძით [ა]. ხშირად ფუძე შეიცავს სხვა ინგრედიენტებსაც, მაგალითად კარაქი, შალოტი ან/და დიჟონის მდოგვი . სტეიკ ო პუავრთან ერთად, როგორ გარნირი, ხშირად მიირთმევენ კარტოფილის პიურის სხვადასხვა ვარიაციებს და პომ ფრიტეს (ფრანგ. pommes frites, კარტოფილი ფრის წვრილი ვერსია). სტეიკ ო პუავრის მირთმევა ტრადიციული ფრანგული რესტორნების უმრავლესობაშია შესაძლებელი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფუძე,საფუძველი (ინგლ. Fond, ფრანგული სიტყვიდან fondation — საფუძველი) — თერმული დამუშავების შემდეგ, ჭურჭელზე (ტაფა) დარჩენილი ცხიმი და კარამელიზებული ნაწილები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pierre Franey. (Mar 6, 1985) Steak Survives The Pepper Treatment. Lawrence Journal-World. Lawrence Journal-World. ციტირების თარიღი: 22 January 2011
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Sarasota Herald-Tribune. Sarasota Herald-Tribune (Feb 22, 1978).
  3. Michael Hastings. (January 5, 2011) Peppercorns make steak 'au poivre'. Winston-Salem Journal. Media General Communications Holdings, LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2021.
  4. Pierre Franey. (Mar 6, 1985) Steak 'au poivre' Calls For Eggplant Provencal. Montreal Gazette. Montreal Gazette. ციტირების თარიღი: 22 January 2011
  5. Fond (ინგლისური ვიკიპედია)
  6. Alton Brown. (2005)Steak au Poivre. Food Network. FoodNetwork.com. ციტირების თარიღი: 22 January 2011