სტაფორდშირული ბულტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტაფორდშირული ბულტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 11-17 კგ.
სიმაღლე 36-41 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სტაფორდშირული ბულტერიერი (ინგლ. Staffordshire Bull Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

მასიური, ადამიანის მიმართ ძალიან ალერსიანი სტაფორდშირული ბულტერიერი სტაფორდშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი) წარმოიშვა. თავდაპირველად მისი დანიშნულება იყო ბრძოლებში მონაწილეობა, თუმცა ბევრ ქვეყანაში ძაღლების ბრძოლა ჯერ კიდევ 1835 წელს აკრძალეს. გამოფენაზე სტაფ-ბულის დებიუტი 1935 წელს შედგა. საეჭვოა მოიძებნოს სხვა რომელიმე ძაღლი, რომელიც ასეთი დიდი სიყვარულით და ალერსით ეპყრობა თავის პატრონს (ზოგჯერ კი უცხო პირებს და ვეტერინარებსაც კი!), როგორც სტაფ-ბული - მასიური ძვლების და კუნთების ეს ერთობლიობა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრონის ქების დამსახურება. მაგრამ შეამჩნევს თუ არა სხვა ძაღლს (ან სხვა ცხოველს) სტაფ-ბული სულ სხვა სახით წარმოდგება ჩვენს წინაშე - სიკეთე და მომხიბვლელობა ადგილს უთმობს შეუქცევად სურვილს - ეძგეროს მოწინააღმდეგეს.

სელექციურმა სამუშაოებმა ოდნავ შეამცირეს სტაფ-ბულის აგრესიული მიდრეკილება, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრა იგი. სტაფ-ბულტერიერი Mტელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტაფ-ბულს მოკლე, გლუვი ბეწვი აქვს, წინა ფეხების ძვლები მსხვილია და სწორი, ზურგი - განიერი და ჰორიზონტალური. აქვს მოკლე მასიური თავი განიერი ქალით, საშუალო ზომის მრგვალ თვალებს კარგი მხედველობა ახასიათებს. საშუალო ზომის, ბოლოსკენ შევიწროებული კუდი ჩვეულებრივ დაშვებულია. სტაფ-ბული კარგი მოდარაჯეა. ადვილად ეგუება ქალაქში ცხოვრებას, ბავშვებთან კეთილია. ძნელად ეგუება ცხელ კლიმატს, უჭირს კონტაქტი სხვა ძაღლებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: