შინაარსზე გადასვლა

სტაფილოკოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტაფილოკოკი

ოქროსფერი სტაფილოკოკის კოლონიები მასკანირებელ ელექტრონულ მიკროსკოპში
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Bacillota
კლასი:  Bacilli
რიგი:  Bacillales
ოჯახი:  სტაფილოკოკისებრნი
გვარი:  სტაფილოკოკი
ლათინური სახელი
Staphylococcus (Rosenbach, 1884)

სტაფილოკოკი[1] (ლათ. Staphylococcus < ბერძ. σταφυλή [staphylē] — „ვაზის მტევანი“ და κόκκος [kókkos] — „მარცვალი“) — სფერული ბაქტერიების გვარი სტაფილოკოკისებრთა ოჯახისა. უჯრედები (დიამეტრი 0,5–1,5 მკმ) დაყოფისას სხვადასხვა სიბრტყეზე რჩება ერთმანეთთან დაკავშირებული და წარმოიქმნება გროვები, რომლებიც ჰგავს ყურძნის მტევანს; თუმცა შეიძლება განლაგებული იყოს ცალ-ცალკეც. არიან უძრავები, გრამდადებითები, ფაკულტატური ანაერობები, ქემოორგანოჰეტეროტროფები, ზოგიერთი წარმოქმნის პიგმენტებს. ფართოდ არიან გავრცელებული ნიადაგში, ჰაერში, წარმოადგენენ ადამიანისა და ცხოველების კანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილს. ამ გვარის შემადგენლობაში შედის ასევე ადამიანისა და ცხოველებისთვის პათოგენური და პირობითად პათოგენური სახეობები (იხ. სტაფილოკოკური ინფექცია, სტაფილოკოკოზი). ყველაზე ცნობილია ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus).[2]

  1. staphylococcus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Стафилококки // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 204–205.