სტაფაჟი
გარეგნობა
სტაფაჟი (გერმ. Staffage) — პეიზაჟის ამსახველ ნაწარმოებში ადამიანთა ან ცხოველთა ფიგურები, რომელთაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ და მხოლოდ სურათის გასაცოცხლებლად არიან ჩახატული. გავრცელებული იყო XVI-XVII საუკუნეების მხატვრობაში. ხშირად პეიზაჟის ამსახველ სურათებში სტაფაჟი შეჰქონდა არა ავტორს, არამედ სხვა მხატვარს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 557.