სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესია
სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესია — რუსეთი
სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი აქსაის რაიონი
ადგილმდებარეობა სტაროჩერკასკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100000327
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
ხუროთმოძღვრული სტილი უკრაინული ბაროკო[1]
თარიღდება 1706-1719

სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესია (რუს. Донской Старочеркасский монастырь) — მართლმადიდებლური ეკლესია სტანიცა სტაროჩერკასკში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია არის სტაროჩერკასკის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. დონის მხარეში პირველი ქვის ეკლესია. 1805 წლამდე ეკლესია იყო დონელი კაზაკების მთავარი ტაძარი.

მშენებლობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1650 წელს კაზაკებმა ააგეს ხის ეკლესია, რომლის მახლობლად მოედანზე იკრიბებოდა კაზაკების არმია. ხანძრის შედეგად ჩერკასკის (ქალაქის მაშინდელი სახელწოდება) ეკლესია ორჯერ დაიწვა.

ეკლესიის ხედი რევოლუციამდე

ქვის ეკლესია შენდებოდა 1706-1719 წლებში.

იგი ააშენეს პეტრე I დიდის ბრძანების მოქმედების პერიოდში, როდესაც აკრძალული იყო ქვის შენობების აშენება მთელს რუსეთში გარდა პეტერბურგისა. მაგრამ პოლიტიკური აუცილებლობიდან გამომდინარე პეტრე I თავად დაეთანხმა ეკლესიის მშენებლობას. დაეხმარა თანხით, მოამარაგა საეკლესიო ნივთებით და სიმბოლურად თავადაც მიიღო მონაწილეობა ეკლესიის მშენებლობაში[2]. ასევე ცნობილია, რომ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ მეფის მიერ მოსკოვიდან სპეციალურად მოწვეული ხელოსნები[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტაროჩერკასკის აღდგომის ეკლესიის სიმაღლეა 49 მ. აგებულია უცნობი არქიტექტორის მიერ უკრაინული ბაროკოს სტილში. ტაძრის მახლობლად მდებარეობს 48 მეტრის სიმაღლის სამრეკლო.

სამი მხრიდან ეკლესიას აკრავს ორსართულიანი გალერეა, ვიზულაურად ეს ემსაგვსება კაზაკურ არქიტექტურას.

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის კანკელი

ეკლესიის ინტერიერი თვალშისაცემია და კონტრასტში მოდის ექსტერიერთან. უნიკალური ხუთიარუსიანი, მოოქროვილი კანკელის ზომებია 19x23 მ. და მოიცავს XVIII საუკუნის 149 ხატს, რომლებიც შესრულებულია მოსკოველი ხატმწერის ეგორ გრეკის მიერ.

ეკლესიის ცენტარლური სამეფო შესასვლელის პირდაპირ ჰკიდია სპილენძისაგან ჩამოსხმული ჭაღი, რომლის წონაა 500 კგ. არსებობს მოსაზრება, რომ იგი აზოვის ნათლისმცემლის ეკლესიიდან ჩამოიტანა 1643 წელს ატამანმა იოსებ პეტროვმა.

ეკლესიის ბიბლიოთეკაში ინახება როგორც საეკლესიო (მათ შორის XVII საუკუნის გამოცემა), ასევე ძველი რარიტეტული გამოცემები (მაგალითად 1946 წლის სლავური გრამატიკა და 1701 წლის სლავური, ლათინური და ბერძნული ანბანი).

ექსტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მიმდებარე მოედანი
XVII საუკუნის სამრეკლო

ეკლესიის შესასვლელთან კედელზე ჩამოკიდებულია ჯაჭვი, რომლითაც დაკავებული ჰყავდათ სტეფანე რაზინი მოსკოვში გაგზავნამდე. იქვე, ახლოს, გალერეაში შენახულია კაზაკების ატამანის კირილ იაკოვლევის ფერფლი.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მახლობლად მდებარეობსორიარუსიანი სამრეკლო, რომლის სიმაღლეა 46 მეტრი. არნიშნული სამრეკლო ამ ტიპის ერთადერთი ნაგებობაა სამხრეთ რუსეთში.

სამრეკლო ააშენეს მოსკოვში მდებარე რვაკუთხა სამრეკლოს მსგავსად და შედგება ოთხი ნაწილისაგან: სარდაფი, ოთკუთხედი, რვაკუთხედი და კარვის ტიპის რვაკუთხედზე მდგარი ჯვარი. სამრეკლოს პირველ და მეორე სართულზე 1744-1857 წლებში ინახებოდა დონის კაზაკების საარქივო მასალა, ხოლო სარდაფი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა პატიმრებისთვის.

ამჟამად სამრეკლო ეკუთვნის დონის სტაროჩერკასკის მონასტერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 М. Астапенко. История донского казачества. Донской издательский дом, 1999. Стр. 240.
  2. В. И. Егоров-Хопёрский «Город Черкасск — станица Старочеркасская»