სტარე-მნესტო (უჰერსკე-ჰრადიშტეს რაიონი)
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
სტარე-მნესტო Staré Město | |||||
|
ცენტრალური მოედანი და მერია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ზლინი | ||||
| კოორდინატები | 49°04′38″ ჩ. გ. 17°26′30″ ა. გ. / 49.07722° ჩ. გ. 17.44167° ა. გ. | ||||
| მმართველი | მარტინ ზაბრანსკი | ||||
| პირველი ხსენება | 1141 | ||||
| ფართობი | 20,83 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 205 მ | ||||
| მოსახლეობა | 6 585[1] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 316,1 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 686 03 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | staremesto.uh.cz | ||||
სტარე-მნესტო (ჩეხ. Staré Město) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. ქალაქი უჰერსკე-ჰრადიშტეს რაიონში მდებარეობს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულად ქალაქის სახელწოდება „ძველ ქალაქს“ ნიშნავს. იგივე სახელწოდების ქალაქი სტარე-მნესტო აგრეთვე მდებარეობს ჩეხეთის ოლომოუცის მხარის შუმპერკის რაიონში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტარე-მნესტო ქალაქ ზლინიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 22 კილომეტრში მდებარეობს. ის ქალაქ უჰერსკე-ჰრადიშტესთან ერთად ერთობლივ ურბანულ სივრცეს ჰქმნის. ქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ქვემო მორავის ხეობაშია. დასავლეთით მდებარე მცირე ტერიტორია კი კიიოვის ბორცვებზე მდებარეობს. სტარე-მნესტო მდინარე მორავის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება ბატას არხი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IX საუკუნეში სტარე-მნესტოს ტერიტორია ქალაქ ველიგრადის ნაწილი იყო, ქალაქი ველიგრადი დიდი მორავიის იმპერიის ორი დედაქალაქიდან ერთ-ერთი გახლდათ. დიდი მორავიის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ამ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მცირე დასახლებად იქცა. ველიგრადი წერილობითი წყაროებში პირველად 1141 წელსაა მოხსენიებული.
1205 წელს ცისტერციანელმა ბერებმა აქ მონასტერი დააარსეს და მას ველეჰრადი უწოდეს. ველიგრადის სავაჭრო სოფელი მათი საკუთრება გახდა. ქალაქის ტერიტორიაზე მდგარი დიდი მორავიის როტონდა 1250 წელს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრად აღადგინეს. 1321 წელს ველიგრადს სტარე-მნესტო ეწოდა.[2] 1841 წელს სტარე-მნესტოში რკინიგზა აშენდა.[2] 1971-1990 წლებში სტარე-მნესტო უჰერსკე-ჰრადიშტეს ნაწილი იყო. 1990 წლიდან ის ცალკე მუნიციპალიტეტი გახდა. ქალაქი 1997 წელს ცენტრალურ ევროპაში მომხდარმა წყალდიდობამ ძლიერ დააზარალა. იმავე წელს სტარე-მნესტოს მუნიციპალიტეტს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტარე-მნესტოში მდებარეობს ცნობილი დიდი მორავიის მონუმენტი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული. იგი აშენდა ჩეხეთის ტერიტორიაზე პირველად აღმოჩენილი დიდი მორავიის სახელმწიფოსთან დაკავშირებული „ნა ვალახის“ ეკლესიის საძირკველზე. მუზეუმში წარმოდგენილია დიდი მორავიის იმპერიაში IX საუკუნის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ნიმუშები.[4] წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია XIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. სტარე-მნესტოს სულიწმინდის ეკლესია თანამედროვე ეკლესიაა და 2002 წელს ააგეს.[5] სტარე-მნესტოში მდებარე კოვოზოო უნიკალური „ზოოპარკია“, სადაც ცხოველები ლითონისგანაა შექმნილი. ეს გასართობი კომპლექსია, რომელიც ასევე გარემოსდაცვით განათლებას ემსახურება. [6]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ პანაჩეკი (1937–2022), სპორტული მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი
- მიროსლავ გრებენიჩეკი (დაბ. 1947), პოლიტიკოსი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ 2.0 2.1 Historie města cs. Město Staré Město. ციტირების თარიღი: 2021-12-06
- ↑ Historický lexikon obcí České republiky 1869–2011 cs. Czech Statistical Office (2015-12-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-30. ციტირების თარიღი: 2025-07-18.
- ↑ Památník Velké Moravy cs. Slovácké Muzeum Uherské Hradiště. ციტირების თარიღი: 2021-12-06
- ↑ Skalička, Zdeněk (2014-10-07). „Modernímu kostelu sv. Ducha ve Staré Městě požehnal biskup Posád“. Slovácký deník (ჩეხური). Deník.cz. ციტირების თარიღი: 2023-04-08.
- ↑ About Kovozoo. Kovosteel Recycling. ციტირების თარიღი: 2021-12-06