სტანისლას ვავრინკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტან ვავრინკა)
სტანისლას ვავრინკა

ვავრინკა აშშ-ის ღია პირველობაზე 2013 წელს
ქვეყანა (სპორტი) შვეიცარიის დროშა შვეიცარია
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 28 მარტი, 1985 (1985-03-28) (39 წლის)
ლოზანა, შვეიცარია
სიმაღლე 183 სმ.
პროფესიონალი 2002
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი დიმიტრი ზავიალოფი (2002–2010)
პეტერ ლუნდგრენი (2010–2012)
მაგნუს ნორმანი (2013–2017)
რიჰარდ კრაიჩეკი (2016)
პოლ ანაკონი (2017)
ფულადი პრიზი 30,905,144 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი stanwawrinka.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 466–263 (63.92%)
ტიტულები კარიერაში 16
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (27 იანვარი, 2014)
მიმდინარე რეიტინგი მე-15 (29 იანვარი, 2018)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2014)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2015)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (2014, 2015)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2016)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2013, 2014, 2015)
ოლიმპიური თამაშები 2რ (2008)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 72–88 (45%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 88-ე (2 თებერვალი, 2015)
მიმდინარე რეიტინგი 549-ე (4 დეკემბერი, 2017)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (2006)
საფრანგეთის ღია პირველობა 3რ (2006)
უიმბლდონი 1რ (2006, 2007)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (2005)
წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2008)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2014)
ბოლოს განახლდა: 31 იანვარი 2018.

სტანისლას ვავრინკა (Stanislas Wawrinka; დ. 28 მარტი, 1985, ლოზანა, შვეიცარია) — შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.

ვავრინკას მოგებული აქვს 3 დიდი სლემის ტურნირი – 1 ავსტრალიის ღია პირველობა[2], 1 საფრანგეთის ღია პირველობა[3] და 1 აშშ-ის ღია პირველობა[4]. ყველა მოგებული დიდი სლემის ტურნირის ფინალში, მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და ტომაშ ბერდიხთან ერთად, ვავრინკა ერთადერთი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე დიდი ოთხეულის ოთხივე ჩოგბურთელის დამარცხება შეძლო. შვეიცარიელს ასევე მოგებული აქვს 1 მასტერსის ტურნირი. ჯამში ვავრინკამ კარიერაში ATP-ის 16 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ოლიმპიურ თამაშებზე, მან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა წყვილთა თანრიგში. სანაკრებო დონეზე, ვავრინკამ ერთი დეივისის თასი მოიგო შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 4 (3–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2014 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი ესპანეთის დროშა რაფაელ ნადალი 6–3, 6–2, 3–6, 6–3
გამარჯვება 2015 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა სერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი 4–6, 6–4, 6–3, 6–4
გამარჯვება 2016 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი სერბეთის დროშა ნოვაკ ჯოკოვიჩი 6–7(1–7), 6–4, 7–5, 6–3
მარცხი 2017 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ესპანეთის დროშა რაფაელ ნადალი 2–6, 3–6, 1–6

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2008 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 (1) ჰარდი შვეიცარიის დროშა როჯერ ფედერერი შვედეთის დროშა სიმონ ასპელინი
შვედეთის დროშა თომას იუჰანსონი
6–3, 6–4, 6–7(4–7), 6–3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  2. „Australian Open 2014: Stanislas Wawrinka beats Nadal in final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  3. „Stan Wawrinka stuns Novak Djokovic to win French Open“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  4. „US Open 2016: Stan Wawrinka stuns Novak Djokovic to win final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.