შინაარსზე გადასვლა

სტანისლავ ასეევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტანისლავ ასეევი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი 1989 (32 წლის)
დონეცკი უკრაინის სსრ სსრკ
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
პროფესია ჟურნალისტი, მწერალი, ბლოგერი

სტანისლავ ასეევი (ფსევდონიმი სტანისლავ ვასინი, დ. 1 ოქტომბერი, 1989 , დონეცკი) —უკრაინელი მწერალი, ჟურნალისტი და ბლოგერი. ავტორი რომანისა „მელქიორის სპილო, ან ადამიანი, რომელიც ფიქრობდა“. სტანისლავ ვასინის ფსევდონიმით  მუშაობდა დონეცკში რადიო თავისუფლების დამოუკიდებელ კორესპონდენტად. 2017 წლის 11 მაისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით და 2019 წლის 29 დეკემბრამდე იმყოფებოდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ციხეში. გაცვალეს უკრაინასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის „76-ის 127-ზე გაცვლის ფარგლებში“ 2019 წლის 29 დეკემბერს.[1][2]

2006 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ მაკეევკაში.

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა დონეცკის ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოსოფიისა და რელიგიის ფაკულტეტი. მიიღო  ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი. 2012 წელს  წარჩინებით დაამთავრა დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი რელიგიათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით. კვლევის ინტერესები მოიცავს მე-20 საუკუნის ფრანგულ და გერმანულ ონტოლოგიას.

სკოლის დამთავრების შემდეგ ის გაემგზავრა საფრანგეთში, რათა შესულიყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის რიგებში.

უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან სულ თხუთმეტი პროფესია გამოიცვალა. იყო მტვირთავი, ბანკის სტაჟიორი, მესაფლავე, საფოსტო კომპანიის ოპერატორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების ასისტენტი.

ლიტერატურული შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ნაწარმოებია ავტობიოგრაფიული რომანი „მელქიორის სპილო, ანუ ადამიანი, რომელიც ფიქრობდა“. რომანი 2015 წელს გამოიცა რუსულ ლიტერატურულ და სამხატვრო ჟურნალში "ახალგაზრდობა", ხოლო 2016 წელს ცალკე წიგნად გამოიცა კიევის გამომცემლობა "კაიალაში".[3]

რომანი მოგვითხრობს ავტორის ცხოვრებაზე. დიდი ყურადღება ეთმობა დონბასის ომს, რომელიც აღწერილია ავტორის ფილოსოფიური შეფასებებისა და დასკვნების პრიზმაში. ჟურნალ „იუნოსტის“ მთავარი რედაქტორის ვალერი დუდარევის თქმით:

ვიკიციტატა
„მისი შეხედულება სამყაროზე არ არის ჟურნალისტური, არც მწერლური, ის ახალგაზრდა ფილოსოფოსია. რომანის ფურცლებზე სტანისლავი აჩვენებს პატარა ქალაქის სამყაროს, ომს, რომელმაც ქვეყანა გაანახევრა. სხვათა შორის, ის მსახურობდა კიევის მხარეს მდებარე ერთ-ერთ ბატალიონში. მას სჯეროდა, რომ უნდა ებრძოლა. უკრაინის მთლიანობისთვის. მართალია, სამკვირიანი სამსახურის შემდეგ ის იმედგაცრუებული დარჩა. მისი თქმით, ომში არ არსებობს არანაირი იდეა. მან თავისი აზრები ქაღალდზე გადაიტანა და შედეგად გამოვიდა ღრმა ფილოსოფიური ნაშრომი.“

2018 წელს გამოიცა ასეევის წიგნი "იზოლაციაში", სადაც მან აღწერა თავისი ყოფა იზოლაციის ციხეში.

ჟურნალისტური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჟურნალისტი, თანამშრომლობდა გაზეთთან „ზერკალო ნედელი“ რუსულ-იკრაინულ ჟურნალთან «უკრაინსკაია ნედელია“ და „რადიო თავისუფლებასთან“ სტანისლავ ვასინის ფსევდონიმით.

დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის ივნისის დასაწყისში, უკრაინული გაზეთ „ზერკალო ნედელის“ პოლიტიკური განყოფილების მთავარმა რედაქტორმა სერგეი რახმანინმა განაცხადა, რომ ასეევი კოლეგებთან 2 ივნისის შემდეგ არ დაკავშირებია, ის არ პასუხობდა ზარებს,  უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, ხოლო მისი ბინა გაჩხრიკეს.

16 ივლისს ასეევის მეგობარმა და თანაკლასელმა, უკრაინის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ეგორ ფირსოვმა განაცხადა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბლოგერი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, რის შესახებაც, ფირსოვის თქმით, ასეევის დედას „გაეგზავნა წერილობითი დასტური“. 5 ივლისს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფირსოვმა განაცხადა, რომ ასეევმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

სტანისლავ ასეევის დაკავებას მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების Human Rights Watch და Amnesty International-ის მხრიდან. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იოჰან ბიჩრმა  მოუწოდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ასეევი.[4][5]

ჟურნალისტის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და PEN კლუბი. [6][7][8]

გათავისუფლება და უკრაინაში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 29 დეკემბერს სტანისლავ  ასეევი გაათავისუფლეს ტყვეობიდან „76-ის 127-ზე გაცვლის ფარგლებში“. მასთან ერთად გაათავისუფლეს ჟურნალისტი ოლეგ გალაზიუკა.[9][10]

პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტანისლავ ასეევი მიუნხენის კონფერენციაზე
ესიხირო ფრენსის ფუკუიამა და სტანისლავ ასეევი მიუნხენში

განთავისუფლების შემდეგ, სტანისლავ ასეევმა დაიკავა აქტიური სოციალური და პოლიტიკური პოზიცია.  შეეხო არალეგალური ციხეებში პატიმრების უფლებებს რუსეთში და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 2020 წლის 29 იანვარს ასეევი სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში, სადაც მან საბჭოს წევრ ქვეყნებს სთხოვა ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით. 2020 წლის 15 თებერვალს, ჟურნალისტი გამოვიდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ისაუბრა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების მიერ პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.[11] 2020 წლის 14 თებერვალს სტანისლავ ასეევი პრაღაში რადიო თავისუფლების ოფისში შეხვდა ამერიკელი სენატორების ჯგუფს და განიხილა ოკუპირებულ დონბასში დარჩენილი პატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • 2020 წელს მიენიჭა „აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესის“ პრემია.[12]
  • 2020 წლის ეროვნული პრემია თავისუფალი სიტყვისთვის [13]
  • ტარას შევვჩენკოს ეროვნული პრემია (შევჩენკოს პრემია)[14]
  1. Журналіст Асєєв вже другий день народження відзначає в полоні бойовиків[მკვდარი ბმული]
  2. "Ukrainian Journalist Stanislav Aseev Sentenced to 15 Years in Occupied Donbas".[მკვდარი ბმული] en.hromadske.ua. 22 October 2019. Retrieved 11 January 2020.
  3. Малевич, Евгений Со студентами ГГУ встретился редактор журнала «Юность». Правда Гомель.
  4. "URGENT ACTION: IMPRISONED JOURNALIST MUST BE RELEASED" (PDF) (Press release). Amnesty International. 21 July 2017. Retrieved 10 February 2018.
  5. "STANISLAV ASEYEV'S DETENTION APPROACHES TWO-YEAR MARK AMID GLOBAL PLEAS FOR HIS RELEASE". PEN America. 2019-05-31. Retrieved 2019-10-05.
  6. "Ukraine Journalists Union Asks OSCE For Help Locating Missing Blogger"[მკვდარი ბმული]. Radio Free Europe/Radio Liberty. Retrieved June 13, 2017.
  7. "OSCE Representative calls for immediate release of Donetsk journalist Stanislav Aseev one year after his illegal detention" (Press release). Organization for Security and Co-operation in Europe. 1 June 2018. Retrieved 3 September 2018.
  8. "EFJ calls again for immediate release of Donetsk journalist Stanislav Aseev". European Federation of Journalists. 2018-08-21. Retrieved 2019-10-05.
  9. Journalist Stanislav Aseev returns to Ukraine within prisoner swap, 112 Ukraine (29 December 2019)
  10. "Solidarity Day #FreeAseyev action on November 15th".[მკვდარი ბმული] imi.org.ua. Institute of Mass Information. 6 November 2019. Retrieved 11 January 2020.
  11. "4th Ukrainian Lunch "Ukraine – Moving Ahead" on the Margins of the Munich Security Conference (Live)". YouTube.
  12. "Stanislav Aseyev - Ukraina". Fritt Ord (in Norwegian Bokmål). Retrieved 2020-10-05.
  13. https://www.ukrinform.ua/rubric-society/3128942-doneckij-zurnalist-aseev-laureat-nacionalnoi-premii-za-zahist-svobodi-slova.html
  14. https://suspilne.media/111678-sevcenkivska-premia-2021-stali-vidomi-imena-laureativ/