სტამბოლის ტერაქტი (ივნისი, 2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტამბოლის ტერაქტი (ივნისი, 2016)
Haziran 2016 saldırısı
მდებარეობა ფათიჰი, სტამბოლი
თურქეთის დროშა თურქეთი
თარიღი 7 ივნისი, 2016
08:40 (UTC+3)
სამიზნე პოლიციელები და სამოქალაქო პირები
იარაღი ბომბი
დაღუპულები
  • 7 პოლიციის ოფიცერი
  • 4 სამოქალაქო პირი
  • ჯამში: 11 პირი
არასასიკვდილო დაზიანებები
36
ორგანიზატორები ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
ისლამური სახელმწიფო
ქურთისტანის მუშათა პარტია

2016 წლის ივნისის სტამბოლის ტერაქტი (თურქ. Haziran 2016 saldırısı) — მოხდა 2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 08:40 (UTC+3)[1] საათზე, სტამბოლის ცენტრალურ რაიონში, სადაც დაიღუპა 11 ადამიანი და დაშავდა 36 პირი. თავდასხმის მიზანში იყო, პოლიციელებით დატვირთული ავტობუსი, რომელიც გადიოდა ვეზნეჯილერის რაიონში.[2][3] სამ პირს 36 დაშავებულიდან, აქვთ მძიმე დაზიანებები.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბოლში ამ ტერაქტამდე უკვე მოხვდა ორი ტერაქტი, 2016 წლის იანვარში და მარტში, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL). თურქეთი, ისედაც იყო მაღალი უსაფრთხოების განგაშის რეჟიმში, განმეორებითი ტერაქტების გამო, ორი ასეთი თავდასხმა მოხდა ანკარაში, თებერვალსა და მარტში, რა დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ტერაქტზე მაშინ აიღო ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი), რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) რადიკალური ფრთაა.[5]

ტერაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადეს მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს ტერაქტის ადგილიდან, ხოლო ტერაქტის დროს მეჩეთის მინები აფეთქების გამო დაიმსხვრა.

თავდასხმის მიზანი იყო პოლიციელები, რომლებიც იცვლებოდნენ დაცვის მორიგეობაში სტამბოლის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ლიტერატურის ფაკულტეტის შენობის წინ. თავდასხმა მოხდა შეჰზადებაშის გამზირზე, სასტუმროს წინ, ვეზნეჯილერის ავტოსადგურსა და პოლიციის განყოფილების შორის.[1][6] ტერაქტის ადგილი ასევე ძალიან ახლოსაა ბეიაზითის მოედთან, რომელიც ძირითადი ტურისტული ადგილია. ტერაქტი მოხდა დილის საათებში, როდესაც სასტუმრო ცარიელი იყო, ტურიზმის შემცირების გამო თურქეთში.[7] ბომბი, გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციური მართვით აფეთქდა.[7] თვითმხილველის ცნობით, აფეთქების ადგილას იყო გაჩერებული მანქანა, რომელისაც მართავდა უცნობი პირი და რომელიც შეიძლება ბომბით იყო დატვირთული და რომელიც გამოძიების საგანია.[6] აფეთქების ძალამ გადმოაბრუნა პოლიციის ავტობუსი, დააზიანა მიმდებარე მანქანები და დაზიანა სასტუმროს შესასვლელი.[5] საერთო საცხოვრებელი, რომელიც იყო აფეთქების ადგილთან ახლოს, აფეთქების შედეგად დაზარალდა, სადაც ბომბის ფრაგმენტებმა გაანადგურა სტუდენტთა ოთახების ფანჯრები.[8] დაზიანება და დამსხრეული ფანჯრები დაფიქსირდა დიდ ტერიტორიაზე, მათ შორის XVI საუკუნის შეჰზადეს მეჩეთიც.[6]

არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტზე. მეთე იარარის პირველადი შეფასებით, რომელიც არის უსაფრთხოების ანალიტიკოსი, ტერაქტი შეიძლება ჩაიდინოს თურქეთში მოქმედმა სამმა ორგანიზაციამ, ესენია: ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK), ISIL და რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია/ფრონტი (DHKP-C), აქედან შეიძლება ყველა იყოს პასუხისმგებელი აფეთქებაზე.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერაქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰასეკის საავადმყოფოში მოინახულა დაშავებულები. ასევე გააკეთა განცხადება, სადაც ის თქვა, რომ: "ეს არ ეპატიება არავის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ დაუღალავად და ბოლომდე." თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ: "ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავდა, ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების მოკლა, წმინდა რამადანის თვის პირველ დღეებში, აჩვენა, რომ ისინი არიან კაცობრიობის მტრები."[9]

ტერაქტის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერაქტის შემდეგ, გამზირი და ვეზნეჯილერის მეტროსადგური დაიხურა.[1] მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ტერიტორიიდან. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ გაისმა სროლის ხმა, რომელიც განახორციელეს პოლიციელები, რომ აღდგეს წესრიგი.[1] დაახლოებით, ტერაქტიდან 4 საათის შემდეგ, გაიცა აკრძალვა მაუწყებლობაზე, ტერაქტის ასპექტების გახმოვანებასთან დაკავშირებით. ასევე, ყველა გამოცდა სტამბოლის უნივერსიტეტში გაუქმდა.[4]

10 ივნისს, ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა (ტაკი) აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, აგრეთვე გააფრთხილა უცხოელი ტურისტები, რომ თურქეთი არ არის უსაფრთხო ქვეყანა მათი ვიზიტისთვის.[10][11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 İstanbul Vezneciler'de polise bombalı araçla saldırı Turkish. NTV. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  2. Istanbul: 'Deadly blast' hits police bus in Vezneciler“. წაკითხვის თარიღი: 6 June 2016. 
  3. Turkish official says bomb in Istanbul kills 11“, Associated Press, 7 June 2016. წაკითხვის თარიღი: 6 June 2016. 
  4. 4.0 4.1 İstanbul Vezneciler'de polis aracına bombalı saldırı, 7'si polis, 11 kişi hayatını kaybetti Turkish. T24. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  5. 5.0 5.1 Istanbul blast: 11 dead in bomb attack on police vehicle“, The Guardian, 7 June 2016. 
  6. 6.0 6.1 6.2 Son dakika haberi: İstanbul'daki patlamayı görgü tanığı anlattı!. Hürriyet. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  7. 7.0 7.1 Istanbul bomb attack on police bus kills 11. BBC. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  8. İstanbul'da bombalı saldırı: 7'si polis 11 ölü, 36 yaralı Turkish. Cumhuriyet. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  9. Yıldırım: Ramazanın ilk günlerinde masum vatandaşlarımızı öldüren terör örgütü insanlığın düşmanıdır. T24. წაკითხვის თარიღი: 7 June 2016.
  10. Kurdish militant group says it was behind Istanbul bombing“, 10 June 2016. წაკითხვის თარიღი: 10 June 2016. 
  11. Kurdish TAK militants claim deadly Istanbul bombing“, euronews, 10 June 2016. წაკითხვის თარიღი: 10 June 2016.