სს ოპპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სს ოპპა
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 2007; 11 წლის წინ (2007) (როგორც „ნოვა ტექნოლოჯი“)
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მფლობელი ენერგო–პრო ეი–ეს
წამყვანი ლევან კირვალიძე
(გენერალური დირექტორი)
დარგი ფინანსური ტექნოლოგიები
პროდუქცია თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, შემადგენელი ნაწილების რეალიზაცია; უნივერსალური ელექტრონული საფულე OPPA; გადახდების ონლაინ სისტემა; რეკლამა საგადახადო არხებში
თანამშრომელი 290
საიტი ოფიციალური საიტი

სს ოპპა“ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) — კომპანია, რომელიც საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 290 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოს მასშტაბით გახსნილია რეგიონალური წარმომადგენლობები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მომსახურება „სს ოპპა“-სგან.

„სს ოპპა“ თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ბრენდ PayBox-ისა და ქართულ ბაზარზე პირველი უნივერსალური ელექტრონული საფულის Oppa.ge-ს მფლობელია.

განვითარების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PayBox-ის ლოგო

კომპანია დაფუძნდა 2007 წელს „სს ნოვა ტექნოლოჯის“ სახელწოდებით. მომხმარებელს მან შესთავაზა POS ტერმინალებით და Payline-ით სარგებლობა და ოთხი თანამშრომლის ძალისხმევით თბილისში განათავსა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, სადაც ჩართული იყო მხოლოდ ერთი პროვაიდერი - მობილური ოპერატორი.

2008 წელს შეიქმნა ბრენდი PayBox, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და კომპანიამ დაიწყო ქსელის გაფართოება. „სს ოპპა“-მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) გახსნა პირველ წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

2009 წელს კომპანიამ გაზარდა PayBox-ების რაოდენობა 300 ერთეულამდე და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, ავტორიზებული სერვის ცენტრი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო.

2010 წელს სს ოპპა“-მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს მასშტაბით დაიწყო თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაყიდვა.

2011 წელს კომპანიამ PayBox-ების მეშვეობით დაიწყო სარეკლამო მიმართულების განვითარება, რომელიც მაღალი მოცვისა და მრავალფეროვანი სეგმენტაციის გამო სწრაფად იმკვიდრებდა ადგილს.

2012 წელს კომპანიამ შექმნა საიტი Paybox.ge და PayBox-ის თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მომსახურება გადაიტანა ვებ-პლატფორმაზე, რითაც მომხმარებლებს შესთავაზა გამარტივებული და მოქნილი გადახდები ონლაინ სივრცეში.

2013 წელს კომპანიამ გაზარდა რეგიონალური წარმომადგენლობები და განავითარა ექსპორტი, კერძოდ ჰქონდა პირველი თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები სომხეთში.

2014 წელს ონლაინ პლატფორმის PayBox.ge წარმატებიდან გამომდინარე, მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიზნით კომპანიამ შექმნა გადახდების ახალი საშუალება - iOS-ის და Android-ის აპლიკაციები მობილური ტელეფონებისთვის.

2015 წელს კომპანია აქტიურად გადავიდა კორპორატიული მომსახურების სფეროში და დაიწყო სალაროების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. კომპანიებზე მორგებული ბრენდირებული ტერმინალების განთავსების გზით, სს ოპპა“ - მ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) ეხმარებოდა კომპანიებს სალაროების ხარჯების შემცირებაში და საგადახდო მომსახურების სრულყოფაში. აღნიშნულის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ ბანკებთან.

2016 წელს კომპანიამ განაგრძნო ექსპორტის განვითარება და ტერმინალები გაიტანა დასავლეთ აფრიკაში. პარალელურად ამუშავებდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ქმნიდა მონაცემების გადამოწმების ერთიან სისტემას და მომხმარებელს ახალი, გამარტივებული მომსახურების მიღების საშუალებას აძლევდა.

2017 ჩატარებული გამოკითხვის შედეგად არასაბანკო გადახდების სფეროში კომპანია ფლობდა ბაზრის 41%-ს და მომხმარებელს სთავაზობდა 850-მდე მომსახურების მიღებას, 6500-მდე გადახდის წერტილში.

2018 წელს კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და ბაზარს ახალი ბრენდი, უნივერსალური ელექტრონული საფულე შესთავაზა. OPPA მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაცულ სივრცეში პრაქტიკული ფინანსური სერვისებით ისარგებლოს - გადაიხადოს, გადარიცხოს და დააგროვოს ფული მარტივად, რთული ოპერაციებისა და დამაბნეველი ბიუროკრატიის გარეშე.

კომპანიის პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • PayBox – თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები;
  • www.oppa.ge - უნივერსალური ელექტრონული საფულე;
  • Oppa.ge – გადახდების ონლაინ სისტემა; iOS-ის და Android-ის მობილური აპლიკაცია;
  • რეკლამა – საგადახადო არხებში;
  • sales.paybox.ge თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და მისი შემადგენელი ნაწილების რეალიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]