სსრ კავშირის XVII ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
საბჭოთა კავშირის XVII ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ჩატარდა 1957 წლის ნოემბერ-დეკემბერში იმავდროულად წარმოადგენდა მსოფლიო ჩემპიონატის ზონალურ ტურნირს. ჩემპიონატს წინ უძღოდა სამი ნახევარფინალური ტურნირი კუიბიშევში, პიარნუში და სვერდლოვსკში. თითოეული ტურნირიდან ფინალში გადიოდა 5-5 მოჭადრაკე. ფინალში პერსონალურად მოწვეული იყვნენ ლიუდმილა რუდენკო და კირა ზვორიკინა. ელისაბედ ბიკოვამ, ლარისა ვოლპერტმა და ოლღა რუბცოვამ თამაშზე უარი განაცხადეს. საკანდიდატო სიით ფინალში დაუშვეს ნ. ვოიცეკი. ჩემპიონატს თავიდანვე ლიდერობდნენ ვ. ბორისენკო და კ. ზვორიკინა. მათ ერთდ გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. მათთან ერთად პრეტენდენტთა ტურნირის საგზური მოიპოვა სალმე როოტარემ. პირველად ითამაშა ზონალურ ტურნირში ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც მაშინ სულ 16 წლისა იყო. ჩემპიონის წოდებისათვის მატჩში კი ვ. ბორისენკომ დაამარცხა კ. ზვორიკინა.
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვალენტინა ბორისენკო | = | = | = | 1 | = | = | = | = | = | 1 | 1 | 1 | 1 | = | 1 | = | 1 | 12 | |
2 | კირა ზვორიკინა | = | = | = | = | 1 | 1 | = | 1 | = | 1 | = | 1 | = | = | 1 | = | 1 | 12 | |
3 | სალმე როოტარე | = | = | = | 1 | = | = | = | = | 1 | 1 | 1 | = | = | = | = | = | = | 10,5 | |
4 | ლიუდმილა რუდენკო | = | = | = | 1 | = | 1 | 0 | = | = | 0 | 0 | 1 | = | 1 | = | 1 | 1 | 10 | |
5 | ფ. დმიტრიევა | 0 | = | 0 | 0 | = | = | = | 1 | 1 | = | 1 | 0 | = | = | 1 | 1 | = | 9 | |
6 | ოლღა იგნატიევა | = | 0 | = | = | = | = | = | 0 | = | = | 1 | = | 1 | 1 | = | = | = | 9 | |
7 | ვ. ტიხომიროვა | = | 0 | = | 0 | = | = | = | = | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | = | = | 1 | 1 | 9 | |
8 | ნ. ვოიცეკი | = | = | = | 1 | = | = | = | 0 | = | 0 | 0 | = | = | 1 | = | 1 | = | 8,5 | |
9 | ტატიანა ზატულოვსკაია | = | 0 | = | = | 0 | 1 | = | 1 | 0 | = | = | 1 | 0 | 1 | = | 1 | 0 | 8,5 | |
10 | ელისო კაკაბაძე | = | = | 0 | = | 0 | = | 1 | = | 1 | 1 | = | 0 | 1 | 0 | 0 | = | 1 | 8,5 | |
11 | ა. ვიტკოვსკაია | 0 | 0 | 0 | 1 | = | = | 0 | 1 | = | 0 | = | 1 | = | 1 | 0 | = | 1 | 8 | |
12 | ნონა გაფრინდაშვილი | 0 | = | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | = | = | = | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 8 | |
13 | იუზეფა გურფინკელი | 0 | 0 | = | 0 | 1 | = | 0 | = | 0 | 1 | 0 | 1 | = | 1 | 1 | 0 | 1 | 8 | |
14 | ე. მალინინა | 0 | = | = | = | = | 0 | 0 | = | 1 | 0 | = | 0 | = | 0 | = | 1 | 1 | 7 | |
15 | ო. კაცკოვა | = | = | = | 0 | = | 0 | = | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 6,5 | |
16 | კ. სოფროვსკაია | 0 | 0 | = | = | 0 | = | = | = | = | 1 | 1 | 0 | 0 | = | 0 | = | = | 6,5 | |
17 | ბ. ვაისბერგი | = | = | = | 0 | 0 | = | 0 | 0 | 0 | = | = | 0 | 1 | 0 | 1 | = | = | 6 | |
18 | ტ. ფილანოვსკაია | 0 | 0 | = | 0 | = | = | 0 | = | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | = | = | 6 |
დამატებითი მატჩი ჩემპიონის წოდებისათვის: ვალენტინა ბორისენკო - კირა ზვორიკინა 2,5 - 0,5