შინაარსზე გადასვლა

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები (1989)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები 1989
საბჭოთა კავშირის დროშა
26 მარტი, 1989 (1989-03-26)

 


პარტია [[სკკპ|თარგი:სკკპ/მეტა/მოკლესახელი]]

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა 1989 წლის არჩევნები (რუს. Выборы народных депутатов СССР 1989) — სსრ კავშირის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები, რომელიც გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ სსრკ-ის კანონის შესაბამისად (1 დეკემბერი, 1988). კენჭისყრის შედეგად სსრ კავშირის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა მოწვეულ იქნა 1989 წლის 25 მაისს კრემლში[1].

1988 წლის 1 დეკემბერს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სსრ კავშირის კონსტიტუციის 90 მუხლისა და „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ კანონის 14 და 16 მუხლების საფუძველზე, სსრ კავშირის სახახლო დეპუტატთა არჩევნები დაინიშნა 1989 წლის 26 მარტს[2]. იმავე დღეს ჩამოყალიბდა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა[3].

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში კენჭი იყარეს დეპუტატებმა 2250 საარჩევნო ოლქიდან, საიდანაც:

  1. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებიდან;
  2. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქებიდან;
  3. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — საზოგადოებრივ ორგანიზაციებიდან.

2250 საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა ხუთ ტურად. პირველი ტური გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, რომელიც მიმდინარეობდა ადგილობრივი დროით 7-დან 20 საათამდე, განმეორებთი არჩევნები — 9 აპრილს, 14 მაისს და 18-21 მაისს. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობდა 11-23 მარტს (ზოგიერთ ორგანიზაციებში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა აპრილის თვეში).

გასულის ნაცვლად, გათავისუფლებული მანდატების დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა 28 საარჩევნო ოლქში, 1989 წლის 14 მაისიდან — 1991 წლის 13 ოქტომბრამდე[4].

საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან არჩევნების შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 11-23 მარტს ჩატარდა არჩევნები საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან. საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი. დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნა არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები, რომელიც გაიმართა 26 მარტ - 19 მაისის რიცხვებში.

ყოველ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები გამოქვეყნდა პრესაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შესახებ კანონის 57-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო ოლქებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან არჩეული ყველა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი.

შედეგები (ძირითადი არჩევნები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარჩევნო ოლქებში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებში შეტანილი იყო 192.575.165 კაცი, კენჭისყრაში მონაწილეობდა 172.840.130 კაცი, ანუ 89,8%.

მოკავშირე რესპუბლიკებში კონჭისყრაში მონაწილეობა მიიღო:

  1. რსფსრ-ში — 87,0%;
  2. უკრაინის სსრ-ში — 93,4%;
  3. ბელორუსიის სსრ-ში — 92,4%;
  4. უზბეკეთის სსრ-ში — 95,8%;
  5. ყაზახეთის სსრ-ში — 93,7%;
  6. საქართველოს სსრ-ში — 97,0%;
  7. აზერბაიჯანის სსრ-ში — 98,5%;
  8. ლიტვის სსრ-ში — 82,5%;
  9. მოლდავეთის სსრ-ში — 90,5%;
  10. ლატვიის სსრ-ში — 86,9%;
  11. ყირგიზეთის სსრ-ში — 97,0%;
  12. ტაჯიკეთის სსრ-ში — 98,9%;
  13. სომხეთის სსრ-ში — 71,9%;
  14. თურქმენეთის სსრ-ში — 96,1%;
  15. ესტონეთის სსრ-ში — 87,1%.

არჩევნები ტერიტორიულ ოლქებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მათში კენჭი იყარა 1431 დეპუტატობის კანდიდატმა. ამასთან საარჩევნო ბიულეტინში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 196 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი 473 ოლქში, სამსამი და მეტი კანდიდატი — 81 ოლქში.

1989 წლის 26 მარტს არჩევნები გაიმართა 749 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 590 ოლქში. 46 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ მე-60 მუხლით განსაზღვრული იყო განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა.

113 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამომრჩეველტა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეული დეპუტატებად. ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ მასში მონაწილეობდა სიაში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის თაახმად მოეწყო განმეორებითი არჩევნები. ერთ-ერთ ოლქში დეპუტატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოეწყო გარდაცვლილი დეპუტატის შესაცვლელად.

საქართველო წარმოდგენილი იყო 16 საარჩევნო ტერიტორიული ოლქით:

საარჩევნო უბანიდეპუტატები
1თბილისის №654 ლენინის საარჩევნო ოლქიგურამ არჩილის ძე მეტონიძე
2თბილისის №655 პირველი მაისის საარჩევნო ოლქიჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი
3თბილისის №656 26 კომისრის საარჩევნო ოლქივახტანგ ვლადიმერის ძე კუბლაშვილი
4თბილისის №657 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქინოდარ სარდიონის ძე ამაღლობელი
5თბილისის №658 კიროვის საარჩევნო ოლქივიოლეტა სიმონის ასული ზორინა
6ბათუმის №659 საარჩევნო ოლქიმარინე რიზას ასული კონცელიძე
7ბორჯომის №660 საარჩევნო ოლქიიგორ ნიკოლოზის ძე როდიონოვი
8გორის №661 საარჩევნო ოლქიზოია ალექსის ასული პავლიაშვილი
9გურჯაანის №662 საარჩევნო ოლქისტანისლავ ანდრიას ძე ბატიაშვილი
10ზესტაფონის №663 საარჩევნო ოლქიომარ ალექსანდრეს ძე მემანიშვილი
11ზუგდიდის №664 საარჩევნო ოლქივახტანგ ვალიკოს ძე ძიძარია
12ქუთაისის №665 საარჩევნო ოლქიშორენა შალვას ასული ყანჩაველი
13ფოთის №666 საარჩევნო ოლქიირმა აკაკის ასული ჟღერია
14რუსთავის №667 საარჩევნო ოლქიბორის ვასილის ძე ნიკოლსკი
15სამტრედიის №668 საარჩევნო ოლქიოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური
16სოხუმის №669 საარჩევნო ოლქიბორის ვიქტორის ძე ადლეიბა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.

არჩევნები ეროვნულ-ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლლიკის, ავტონომიური ოლქისა და ავტონომიური ოკრუგის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მასში კენჭს იყრიდა 1419 დეპუტატობის კანდიდატი. ამასთან საარჩევნო ბიულეტინებში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 203 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი — 479 ოლქში, სამ-სამი და მეტი კანდიდატი — 68 ოლქში.

არჩევნები გაიმართა 748 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 636 ოლქში. 30 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი კენჭისყრა.

82 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატეობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამორჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეულნი დეპუტატებად. ორ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნიეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათში მონაწილეობდა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი არჩევნები.

ყველა ტერიტორიულ და ეროვნულ-ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამოაქვეყნეს ადგილობრივ პრესაში.

ძირითადი არჩევნების დასასრულს სულ არჩეული იქნა 1958 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი 2250-დან. განმეორებითი არჩევნები ჩატარდა 292 საარჩევნო ოლქში, აქედან 160 — ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში, 114 — ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქებში, 18 — საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

საქართველო წარმოდგენილი იყო 59 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქით:

საარჩევნო უბანიდეპუტატებიგანმეორებითი არჩევნები
(14 მაისი)[5]
1თბილისის №161 ლენინის საარჩევნო ოლქიზურაბ გიორგის ძე ფირცხალაიშვილი
2გურჯაანის №162 საარჩევნო ოლქიზეინაბ გივის ასული ყურაშვილი
3თბილისის №163 ოქტომბრის საარჩევნო ოლქივალერიან სერგის ძე ადვაძე
4თბილისის №164 26 კომისრის საარჩევნო ოლქიბეგლარ დიმიტრის ძე მახარაშვილი
5თბილისის №165 საქარხნო საარჩევნო ოლქიანატოლი დიმიტრის ძე დიხტიარი
6თბილისის №166 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქიპარმენ იორამის ძე მარგველაშვილი
7თბილისის №167 საბურთალოს საარჩევნო ოლქიაკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე
8ახალქალაქის №168 საარჩევნო ოლქიმიასნიკ ვაჰანის ძე ოჰანესიანი
9ახალციხის №169 საარჩევნო ოლქიტელმან სერგის ძე სტეფნაძე
10ბათუმის №170 საარჩევნო ოლქირევაზ შალვას ძე თაბუკაშვილი
11ბოლნისის №171 საარჩევნო ოლქიფლორა მუსა ყზი დემურჩიევა
12გეგეჭკორის №172 საარჩევნო ოლქიგურამ დავითის ძე მგელაძე
13გორის №173 საარჩევნო ოლქიქეთევან გივის ასული ეგნატაშვილი
14გურჯაანის №174 საარჩევნო ოლქიბესარიონ გიორგის ძე ბერიკაშვილი
15ზესტაფონის №175 საარჩევნო ოლქიგივი გრიგოლის ძე გუმბარიძე
16ზუგდიდის №176 საარჩევნო ოლქიოთარ ამბაკოს ძე ფაცაცია
17ქობულეთის №177 საარჩევნო ოლქიმუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი
18ქუთაისის №178 საარჩევნო ოლქიგივი სერგის ძე აბზიანიძე
19მახარაძის №179 საარჩევნო ოლქიავთანდილ ვალერიანის ძე გუჯაბიძე
20მცხეთის №180 საარჩევნო ოლქითენგიზ ნიკოლოზის ძე მენთეშაშვილი
21ოჩამჩირის №181 საარჩევნო ოლქიბაგრატ ვასილის ძე შინკუბა
22რუსთავის №182 საარჩევნო ოლქითამაზ მიხეილის ძე სპანდერაშვილი
23სამტრედიის №183 საარჩევნო ოლქიანზორ ანტონის ძე ჩიტია
24სიღნაღის №184 საარჩევნო ოლქივიქტორია მოსეს ასული სირაძე
25სოხუმის №185 საქალაქო საარჩევნო ოლქივიოლეტ ზოსიმეს ასული აგრბა
26სოხუმის №186 სასოფლო საარჩევნო ოლქივიქტორ ბორისის ძე ბლაჟიევსკი
27თელავის №187 საარჩევნო ოლქიგურამ ზაქარიას ძე ოთარაშვილი
28თეთრი წყაროს №188 საარჩევნო ოლქითალიკო ივანეს ასული აბიათარი
29ცხაკაიას №189 საარჩევნო ოლქიელენე გიორგის ასული ჭილაია
30წყალტუბოს №190 საარჩევნო ოლქიავთანდილ დავითის ძე გვენეტაძე
31ცხინვალის №191 საარჩევნო ოლქინაფი გრიგოლის ძე ჯუსოითი
32ჭიათურის №192 საარჩევნო ოლქიგრიგოლ აბელის ძე ტყემალაძე
33სოხუმის №481 ლენინის საარჩევნო ოლქირევაზ გიორგის ძე სალუქვაძე
34სოხუმის №482 საქალაქო საარჩევნო ოლქიფაზილ აბდულის ძე ისკანდერი
35სოხუმის №483 სასოფლო საარჩევნო ოლქიალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე
36გაგრის №484 საქალაქო საარჩევნო ოლქიოთარ გიორგის ძე ზუხბაია
37გალის №485 საარჩევნო ოლქილარისა ნოდარის ასული ქობალია
38გუდაუთის №486 საქალაქო საარჩევნო ოლქივლადისლავ გრიგოლის ძე არძინბა
39გუდაუთის №487 სასოფლო საარჩევნო ოლქიტარასი მირონის ძე შამბა
40გულრიფშის №488 საარჩევნო ოლქიკარუზი სარქისის ასული ჩოლოქიანი
41ოჩამჩირის №489 საქალაქო საარჩევნო ოლქიოთარ ევტიხის ძე ჩერქეზია
42ოჩამჩირის №490 სასოფლო საარჩევნო ოლქიალექსი ნოჩის ძე გოგუა
43ტყვარჩელის №491 საარჩევნო ოლქირუსლან არდევანის ძე არშბა
44ბათუმის №492 ლენინის საარჩევნო ოლქიზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე
45ბათუმის №493 შაუმიანის საარჩევნო ოლქითენგიზ პავლეს ძე ბუაჩიძე
46ბათუმის №494 ლეონიძის საარჩევნო ოლქივახტანგ მამიას ძე შამილაძე
47ბათუმის №495 ზღვისპირა საარჩევნო ოლქიალეკო რაფაელის ძე გოგეშვილი
48ახალშენის №496 საარჩევნო ოლქითამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე
49ქედის №497 საარჩევნო ოლქიიამზე ბინალის ასული საკანდელიძე
50ქობულეთის №498 საარჩევნო ოლქიგურამ იაგორის ძე ჩიგოგიძე
51ხელვაჩაურის №499 საარჩევნო ოლქიგურამ ჰუსეინის ძე ემირიძე
52ხულოს №500 საარჩევნო ოლქიციალა ოთარის ასული სურმანიძე
53ჩაქვის №501 საარჩევნო ოლქინინო უსუფის ასული ბაჯელიძე
54შუახევის №502 საარჩევნო ოლქინანული ტარიელის ასული ზოიძე
55ცხინვალის №736 საქალაქო საარჩევნო ოლქიანატოლი გიორგის ძე ჩეხოევი
56ცხინვალის №737 სასოფლო საარჩევნო ოლქივასილ ალექსანდრეს ძე ხუბაევი
57ჯავის №738 საარჩევნო ოლქიდიანა ვარლამის ასული ხუგაევა
58ზნაურის №739 საარჩევნო ოლქილევ რაჟდენის ძე თედეევი
59ლენინგორის №740 საარჩევნო ოლქიმერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი

არჩევნები საზოგადოებრივ ორგანიზაციებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი, დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნენ არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები[6].

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №66 (12932), 6 აპრილი, 1989

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გაზ. „კომუნისტი“, №89 (20430), 16 აპრილი, 1989
  2. Ведомости Верховного Совета СССР, 1988 г., № 49, ст.731.
  3. Ведомости Верховного Совета СССР, 1988 г., № 49, ст.732.
  4. Алфавитный список народных депутатов СССР
  5. გაზ. „კომუნისტი“, №77 (20418), 2 აპრილი, 1989
  6. გაზ. „კომუნისტი“, №79 (20420), 5 აპრილი, 1989