სსრკ-ის საპატიო წოდებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საპატიო წოდება სსრკ-ში — სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ცალკეული მოქალაქისა თუ კოლექტივის დამსახურების აღიარების ერთ-ერთი ფორმა. სსრკ-ის კონსტიტუციის თანახმად (მ. 121, პ. 9). საპატიო წოდების დაწესება და მისი მინიჭება შედიოდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციაში.

ფრჩხილებში — საპატიო წოდების დაწესების თარიღი.[1]

  1. სსრკ-ის სახალხო არტისტი (6 სექტემბერი, 1936)
  2. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (16 ივლისი, 1943 )
  3. სსრკ-ის სახალხო არქიტექტორი (12 აგვისტო 1967 )
  4. სსრკ-ის სახალხო ექიმი (25 ოქტომბერი 1977 )
  5. სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი (30 დეკემბერი 1977 )
  6. სსრკ-ის დამსახურებული მფრინავი-გამომცდელი (14 აგვისტო 1958 )
  7. სსრკ-ის დამსახურებული შტურმანი-გამომცდელი (14 აგვისტო 1958 )
  8. სსრკ-ის მფრინავი-კოსმონავტი (14 აპრილი 1961 )
  9. სსრკ-ის დამსახურებული გამომგონებელი (28 დეკემბერი 1981 )
  10. სსრკ-ის სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი (31 მაისი 1982 )
  11. სსრკ-ის დამსახურებული მშენებელი (22 აგვისტო 1988 )
  12. სსრკ-ის ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი (22 აგვისტო 1988 )
  13. სსრკ-ის კავშირგაბმულობის დამსახურებული მუშაკი (22 აგვისტო 1988 )
  14. სსრკ-ის მწრეწველობის დამსახურებული მუშაკი (22 აგვისტო 1988 )
  15. სსრკ-ის შეიარაღებული ძალების დამსახურებული სპეციალისტი (22 აგვისტო 1988 )

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 აგვისტოს ბრძანებულებით გაუქმებული იქნა შემდეგი სსრკ-ის საპატიო წოდება:

  1. სსრკ-ის დამსახურებული სამხედრო მფრინავი (26 იანვარი 1965 )
  2. სსრკ-ის დამსახურებული სამხედრო შტურმანი (26 იანვარი 1965 )
  3. სსრკ-ის დამსახურებული პილოტი (30 სექტემბერი 1965 )
  4. სსრკ-ის დამსახურებული შტურმანი (30 სექტემბერი 1965 )
  5. სსრკ-ის დამსახურებული პარაშუტისტი-გამომცდელი (13 ივლისი 1984 )
  6. სსრკ-ის დამსახურებული მელიორატორი (26 ოქტომბერი 1984 )
  7. სსრკ-ის დამსახურებული კონსტრუქტორი (14 ივნისი 1985 )
  8. სსრკ-ის დამსახურებული ტექნოლოგი (14 ივნისი 1985 )
  9. სსრკ-ის დამსახურებული მანქანათმშენებელი (16 აგვისტო 1985 )

რესპუბლიკურ საპატიო წოდებას აწესებდა და ანიჭებდა მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ-ს ტერიტორიაზე მოქმედი საპატიო წოდებები (1980 წლის 1 მაისისათვის):[2]

  1. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1929) — 365 ლაურეატი
  2. საქართველოს სსრ სახალხო პოეტი (1959) — 3 ლაურეატი
  3. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1943) — 46 ლაურეატი
  4. საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომი (1953) — 1233 ლაურეატი
  5. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1936) — 1347 ლაურეატი
  6. საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი (1967) — 96 ლაურეატი
  7. საქართველოს სსრ დამსახურებული ბიბლიოთეკარი (1961) — 552 ლაურეატი
  8. საქართველოს სსრ დამსახურებული ბუხჰალტერი (1968) — 761 ლაურეატი
  9. საქართველოს სსრ დამსახურებული გამომგონებელი (1959) — 95 ლაურეატი
  10. საქართველოს სსრ დამსახურებული გეოლოგი (1967) — 177 ლაურეატი
  11. საქართველოს სსრ დამსახურებული ეკონომისტი (1961) — 933 ლაურეატი
  12. საქართველოს სსრ დამსახურებული ენერგეტიკოსი (1978) — 20 ლაურეატი
  13. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1940) — 2613 ლაურეატი
  14. საქართველოს სსრ დამსახურებული ვეტერინარი ექიმი (1949) — 376 ლაურეატი
  15. საქართველოს სსრ დამსახურებული ზოოტექნიკოსი (1949) — 316 ლაურეატი
  16. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1960) — 3280 ლაურეატი
  17. საქართველოს სსრ დამსახურებული იურისტი (1963) — 163 ლაურეატი
  18. საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი (1940) — 4929 ლაურეატი
  19. საქართველოს სსრ დამსახურებული მელიორატორი (1961) — 122 ლაურეატი
  20. საქართველოს სსრ დამსახურებული მეტყევე (1961) — 177 ლაურეატი
  21. საქართველოს სსრ დამსახურებული მშენებელი (1967) — 704 ლაურეატი
  22. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1961) — 260 ლაურეატი
  23. საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (1968) — 185 ლაურეატი
  24. საქართველოს სსრ დამსახურებული რაციონალიზატორი (1959) — 392 ლაურეატი
  25. საქართველოს სსრ ვაჭრობის დამსახურებული მუშაკი (1961) — 349 ლაურეატი
  26. საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის დამსახურებული მუშაკი (1967) — 197 ლაურეატი
  27. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1967) — 1033 ლაურეატი
  28. საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936) — 602 ლაურეატი
  29. საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების დამსახურებული მუშაკი (1978) — 16 ლაურეატი
  30. საქართველოს სსრ მრეწველობის დამსახურებული მუშაკი (1970) — 1187 ლაურეატი
  31. საქართველოს სსრ პროფ.-ტექ. განათლების დამსახურებული მუშაკი (1978) — 3 ლაურეატი
  32. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული ინჟინერი (1978) — 15 ლაურეატი
  33. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მექანიზატორი (1957) — 416 ლაურეატი
  34. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი (1970) — 1331 ლაურეატი
  35. საქართველოს სსრ ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი (1970) — 649 ლაურეატი
  36. საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1978) — 44 ლაურეატი
  37. საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1960) — 114 ლაურეატი
  38. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის დამსახურებული მუშაკი (1978) — 12 ლაურეატი
  39. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1936) — 676 ლაურეატი
  40. საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1936)* — 63 ლაურეატი
  41. საქართველოს სსრ დამსახურებული მეღვინე (1961)* — 80 ლაურეატი
  42. საქართველოს სსრ დამსახურებული პროვიზორი (1961)* — 147 ლაურეატი
  43. საქართველოს სსრ პროფესიონალურ-ტექნიკური განათლების დამსახურებული მასწავლებელი (1956)* — 107 ლაურეატი
  44. საქართველოს სსრ პროფესიონალურ-ტექნიკური განათლების დამსახურებული ოსტატი (1956)* — 62 ლაურეატი
  45. საქართველოს სსრ საყოფაცხოვრებო მომსახურების დამსახურებული მუშაკი (1967)* — 108 ლაურეატი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წოდებები: საბჭოთა კავშირის გმირი, სოციალისტური შრომის გმირი, გმირი-ქალაქი, გმირი-ციხესიმაგრე და გმირი დედა არ წარმოადგენდნენ საპატიო წოდებას, არამედ სსრკ-ის წარჩინების უმაღლესი ხარისხს.
  2. საპატიო წოდებები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 351.