სრი მულიანი ინდრავატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სრი მულიანი ინდრავატი
ინდონ. Sri Mulyani Indrawati
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1962(1962-08-26)[1] [2] [3] (61 წლის)
დაბადების ადგილი ბანდარ-ლამპუნგი
მოქალაქეობა  ინდონეზია
განათლება ინდონეზიის უნივერსიტეტი, ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში, ინდონეზიის უნივერსიტეტი და ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში
ჯილდოები Forbes list of The World's 100 Most Powerful Women, Euromoney Finance Minister of the Year და Asia's Most Influential Indonesia[4]

სრი მულიანი ინდრავატი (ინდონ. Sri Mulyani Indrawati) (დ. 26 აგვისტო 1962, ბანდარ-ლამპუნგი) — ინდონეზიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე. მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ინდონეზიის ეროვნული განვითარების დაგეგმარების მინისტრი (2004-2005 წწ.), ინდონეზიის ფინანსთა მინისტრი (2005-2010 წწ.). ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრ-კოორდინატორი (2008-2009 წწ.).

სრი მულიანი ინდრავატის ხელმძღვანელობით, ინდონეზიის ეკონომიკაში განხორციელდა მთელი რიგი გარდაქმნები[5][6], რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია და ქვეყანას საშუალება მისცა გადაელახა 2007-2008 წლების აზიის ფინანსური კრიზისი[7][8]. 2014 წელს ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში შეიყვანა 38-ე პოზიციაზე[9].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრი მულიანი ინდრავატი დაიბადა 1962 წლის 26 აგვისტოს. ქალაქ ტანჯუნგ-კაპანგში (აჟამად ბანდარ-ლამპუნგი, ლამპუნგის პროვინცია, სუმატრა). იგი უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლის სატმოკოსა და მისი ცოლის რეტნო სრინინგსიჰის მეშიდე შვილი იყო. ისევე როგორც ბევრ იაველს, მასაც გააჩნია სანსკრიტული წარმოშობის სახელი და არ აქვს გვარი[10].

1986 წელს დაასრულა ინდონეზიის უნივერსიტეტი, ხოლო 1992 წელს მიიღო მაგისტრისა და დოტქრის ხარისხი ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტში. 2001 წელს გაემგზავრა ატლანტაში, სადაც მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში კონსულტანტად ინდონეზიაში რეგიონალური ავტონომიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების საკითხებზე. ასევე კითხულობდა ლექციებს ინდონეზიის ეკონომიკაზე, ჯორჯიის უნივერსიტეტრის ენდრიუ იანგის სახელობის პოლიტიკური კვლევების სკოლაში, როგორც მიწვეული პროფესორი[11]. 2002 წლიდან 2004 წლამდე ეკავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 12 ქვეყნის ეკონომიკას.

2005 წელს პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონომ დანიშნა ინდონეზიის ფინანსთა მინისტრად. ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო საგადასახადო და საბაჟო ორგანოების რეფორმა, ისევე როგორც ამ ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლის დასაწყისი[8][12]. მისმა რეფორმებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა[13]. მან ასევე გაზარდა პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი ქვეყანაში, თუ 2004 წელს იგი შეადგენდა 4,6 მლრდ დოლარს, 2005 წელს მისმა მაჩვენებელმა 8,9 მლრდ დოლარს მიაღწია[14].

2006 წელს ჟურნალმა Euromoney-მ მულიანი წლის ფინანსთა მინისტრად დაასახელა[15].

2007 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6,6 % შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახდა 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყნის ეკონომიკა 6 %-ით დაეცა, მულიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. 2008 წლის ივლისში დამატებით დანიშნეს ეკონომიკის საკითხების მინისტრ-კოორდინატორად[16].

2008 წელს ჟურნალმა Forbes-მა იგი ინდონეზიაში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მას 23-ე პოზიცია მიანიჭა. ამ დროისათვის ქვეყნის სავალუტო რეზერვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გახდა 50 მლრდ დოლარი, ასევე განახევრდა ქვეყნის საგარეო ვალი. ასევე გადაიხედა სახელმწიფო მოსამსახურეების ეკონომიკური სტიმულაციის სისტემა[17].

2007 და 2008 წელს სრი მულიანი ინდრავატი გაზეთმა Emerging Markets-მა აზიის წლის ფინანსთა მინისტრად დაასახელა[18][19].

2009 წელს, პრეზიდენტ სუსილო ბამბანგის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ არჩევის შემდეგ, მულიანი შევიდა მის კაბინეტში. ამავე წელს ინდოეთის ეკონომიკა გაიზარდა 4,5 %-ით. ინდონეზია ჩინეთთან და ინდონეზიასთნ ერთდ გახდა ის ქვეყანა რომლის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 4 %-ს გადააჭარბა[8].

2010 წლის 5 მაისს დანიშნეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმარულებელ დირექტორად[20][21]. იგი პასუხისმგებელია ლათინური ამერიკის, კარიბის აუზისა და აღმოსავლეთ აზიის 74 ქვეყნის ეკონომიკაზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრი მულიანი ინდრავატი დაქორწინებულია ეკონომისტ ტონი სუმარტონოზე, მათ ჰყავთ სამი შვილი[22][23].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://prabook.com/web/sri_mulyani.indrawati/63329
  2. https://www.kemenkeu.go.id/en/profile/board-profile/minister-of-finance/
  3. https://www.kemenkeu.go.id/profile/profile-pejabat
  4. https://www.tatlerasia.com/people/sri-mulyani-indrawati
  5. „Editorial: The Indonesian ‘tragedy’“. The Jakarta Post. Jakarta. 2010-05-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-10.
  6. Colebatch, Tim (2008-08-05). „Asia's shining example“. The Age (Australia).
  7. „Indonesia finance minister resigns for World Bank post“. BBC News. 2010-05-05.
  8. 8.0 8.1 8.2 Honorine, Solenn; George Wehrfritz (2009-01-10). „‘As Good As It Gets’“. Newsweek.
  9. The World's 100 Most Powerful Women. Forbes. ციტირების თარიღი: 2014-06-24.
  10. Sanskrit Dictionary for Spoken Sanskrit. Cologne Digital Sanskrit Lexicon project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2010-05-15.
  11. Who's Who. The Jakarta Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-24. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
  12. Budi, Chandra (2010-05-06). „Sri Mulyani dan Modernisasi Pajak“. Jawa Pos. Surabaya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-23.
  13. „United Indonesia Cabinet 2009–2014“. The Jakarta Post. Jakarta. 2009-10-22. p. 3.
  14. „A Reformer Leaves Jakarta“. Wall Street Journal. 2010-05-13.
  15. Leahy, Christ (სექტემბერი, 2006). „Minister of Finance of the year 2006: Dr Sri Mulyani Indrawati“. Euromoney. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. „Sri Mulyani named coordinating minister“. The Jakarta Post. Jakarta. 2008-07-06.
  17. „The 100 Most Powerful Women – #23 Sri Mulyani Indrawati“. Forbes. 2008-08-27.
  18. „Mulyani, Asia's best finance minister two years in a row“. The Jakarta Post. Jakarta. 2009-10-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-25.
  19. Parson, Nick (2008-10-10). „Finance Minister of The Year, Asia 2008“. Emerging Markets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07.
  20. Unditu, Aloysius; Sandrine Rastello (2010-05-05). „Indonesia’s Sri Mulyani Given Top World Bank Role“. BusinessWeek.
  21. Mealey, Elizabeth; Carl Hanlon (2010-05-04). „World Bank Group President Zoellick Appoints Indonesian Finance Minister, Sri Mulyani Indrawati, as Managing Director“. World Bank Group – Press Release. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-23. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
  22. „Sri Mulyani Ekonom Pasar Yang Kian Mapan“. Berita Sore. 2009-10-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2014-08-20.
  23. „Keluarga Menkeu Sri Mulyani di Tengah Terpaan Kasus Century“. Jawa Pos. Surabaya. 2009-12-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.