სრეტენ ასანოვიჩი
სრეტენ ასანოვიჩი (სერბ. Сретен Асановић); დ. 22 თებერვალი, 1931 — გ. 3 ივნისი, 2016)[1] — მონტენეგროელი ავტორი, დაამკვიდრა მოკლე მოთხრობის ჟანრი ამ ქვეყანაში. სრეტენ ასანოვიჩი დაიბადა ქვემო კოკოტში, პოდგორიცის მახლობლად. [2] მან დაამთავრა მასწავლებელთა მომზადების სკოლა, სადაც განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობდა სკოლამდელ განათლებას.
ასანოვიჩმა თავისი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა ჟურნალში „ომლადინსკი პოკრეტ“ (Omladinski pokret), სადაც ის უკვე აქვეყნებდა კინომიმოხილვებს და წერდა ერთ სვეტს („ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან“). 1957-დან 1960 წლამდე, ის იყო ტიტოგრადის (პოდგორიცის) ჟურნალ „სუსრეტის“ მთავარი რედაქტორი; [2] სარაევოს ჟურნალ „ოსლობოჯენიეს“ რედაქტორი (1960-დან 1962 წლამდე); ჟურნალ „ოდიეკის“ პირველი მთავარი რედაქტორი (1963-დან 1965 წლამდე); ბელგრადის კულტურისა და ხელოვნების კომისიის მდივანი (1965-დან 1972 წლამდე) და ტიტოგრადის ჟურნალ „სტვარანიეს“ მთავარი რედაქტორი (1973-დან 1989 წლამდე).
მისი წიგნები „გრძელი მომენტები“, „ნუ უყურებ მზეს“, „ცეცხლთან თამაში“, „ლამაზი სიკვდილი“, „მათრობელა სასმელი“, „ღამე შიშველ მთაზე“, „სახე, როგორც მიწა“, „მოგზაური“, „მოწამეები და პილიგრიმები“ და სხვები დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში.
1960-იანი წლებიდან ის აქტიურად უჭერდა მხარს თეორიას მონტენეგრული ენის არსებობის შესახებ.[3]
გამოქვეყნებული ნაშრომები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dugi trenuci (გრძელი მომენტები). ცეტინიე: Narodna knjiga (1956)
- Ne gledaj u sunce (ნუ უყურებ მზეს). ცეტინიე: Obod (1960)
- Igra Vatrom (ცეცხლთან თამაში). [სარაევო]]: Svjetlost (1966)
- Lijepa Smrt (ლამაზი სიკვდილი, რატკო ბოჟოვიჩის წინასიტყვაობით). ტიტოგრადი: Graficki zavod – Luca (1971)
- Opojno pice (მათრობელა სასმელი, მილო კრალის წინასიტყვაობით). ბელგრადი: Rad (1977)
- Noc na golom brdu (ღამე შიშველ მთაზე). ზაგრები: Mladost (1980)
- O kulturi i stvaralastvu (კულტურისა და შემოქმედების აქტის შესახებ) (სტატიები). ბელგრადი: Radnicka stampa (1981)
- Lice kao zemlja (სახე, როგორც მიწა, გოიკო ანტიჩის მოთხრობების კრებულში, მირიანა სტრჩიჩის წინასიტყვაობით). ნიკშიჩი: Univerzitetska rijec (1988)
- Putnik (მოგზაური, რომანი). ცეტინიე: Dignitas, 1994.
- Martiri i pelegrini (მოწამეები და პილიგრიმები). ულცინი: Plima, 2000.
- რჩეული ნაშრომები (ოთხტომეული). ულცინი: Plima (2003)
- Nomina (ნომინა). ულცინი: Plima, 2006.
- Zvijezde padaju (ვარსკვლავები ცვივა, იოვან ნიკოლაიდისის წინასიტყვაობითა და ბოლოსიტყვაობით. ზაგრები: NZCH and Plima.
- Kratke price (მოკლე მოთხრობები). ცეტინიე პოდგორიცა: OKF and Pobjeda, 2015.
სხვა ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასანოვიჩი წარმოდგენილია „საბლიაში“ („ხმალი“) — მოთხრობების ანთოლოგიაში, რომლის რედაქტორია ჩამილ სიჯარიჩი და გამოქვეყნებულია გამომცემლობა „ლუცას“ მიერ. სრეტენ ასანოვიჩმა შეადგინა წინასიტყვაობები, ბოლოსიტყვაობები და შენიშვნები ჩედო ვუკოვიჩის „მონტენეგროელი XIX საუკუნის მოგზაურობის ჩანაწერების რჩეულისთვის“. ასანოვიჩის რადიო დრამები „ტო იე ტა ზვიიეზდა“ (ეს არის ის ვარსკვლავი) და „სამო კიშა ი ვიეტარ“ (მხოლოდ წვიმა და ქარი) დადგმულია. მას დაწერილი აქვს სცენარები დოკუმენტური ფილმებისთვის მონტენეგრული კულტურის, ქალაქ ცეტინიესა და 1979 წლის მიწისძვრის შესახებ. ასანოვიჩი იყო მონტენეგროს მწერალთა ასოციაციის პრეზიდენტი (1973-1976), იუგოსლავიის მწერალთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1976-1979), იუგოსლავიის მწერალთა კავშირის პრეზიდენტი (1979-1981), ზაგრების ლექსიკოგრაფიული ინსტიტუტის სარედაქციო საბჭოს წევრი და რედაქტორი ამ ორგანიზაციის ლიტერატურის დეპარტამენტში.
ასანოვიჩის ნამუშევრები შეტანილია ადგილობრივ და უცხოურ ენციკლოპედიებში, ბიოგრაფიებსა და აკადემიურ ლიტერატურაში. „ლიიეპა სმრტ“ ითარგმნა ალბანურ (ვდეკიე ე ჰიეშმე, პრიშტინა, რილინდია, 1975), მაკედონურ (უბავა სმრტ, სკოპიე, მისლა, 1977), რუსულ (რასკაზი, მოსკოვი, ინოსტრანნაია ლიტერატურა, 1977), რუმინულ (ფრუმოასა მოარტე, ბუქარესტი, უნივერსი 1978) და იტალიურ (ლა ბელა მორტე, სალერნო-რომი, რიპოსტესი, 1993) ენებზე. ასანოვიჩის მოთხრობები გამოქვეყნებულია გაზეთებში, ჟურნალებსა და ანთოლოგიებში 20-ზე მეტ ენაზე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Trinaestojulska nagrada Skupstine SR Crne Gore (მონტენეგროს უმაღლესი ეროვნული ჯილდო) ნაწარმოებისთვის ლიიეპა სმრტ, 1972
- Oslobodjenje Titograda (პოდგორიცის განთავისუფლების ჯილდო) საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებისთვის (იგრა ვატრომ), 1967
- Goranova nagrada (გორანის ჯილდო) წლის საუკეთესო სერბულ-ხორვატული წიგნისთვის (ნოჩ ნა გოლომ ბრდუ), 1981
- NR მონტენეგროს განათლების საბჭოს ჯილდო მოთხრობისთვის ჯელატი („აღმასრულებელი“), 1954
- მონტენეგროს მწერალთა ასოციაციის ჯილდო მოკლე მოთხრობების კრებულისთვის დუგი ტრენუცი („გრძელი მომენტები“), 1957
- ჟურნალ „სტვარანიეს“ („შექმნა“) ჯილდო ნაწარმოებისთვის უსპრავანი კონიანიკ („მძინარე მხედარი“), 1959
- ძმობისა და ერთიანობის მედალი, (Medal of Brotherhood and Unity), 1976
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kultura.
- 1 2 Boško Novaković (1971). რედ. Živan Milisavac: Jugoslovenski književni leksikon (sh). Novi Sad (SAP Vojvodina, SR Serbia): Matica srpska, გვ. 22.
- ↑ Jaroszewicz, Henryk (2006) Slavica Wratislaviensia CXXXVIII. Jugosłowiańskie spory o status języka serbsko-chorwackiego w latach 1901-1991 (pl). Wrocław: Wydawnictwo Uniwersytetu Wrocławskiego, გვ. 111. ISBN 978-83-2292-778-6.