სპუტნიკი (საინფორმაციო სააგენტო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Sputnik
Sputnik logo.svg
მედიის სახეობა:სიახლეები და მედია
დაფუძნდა:10 ნოემბერი, 2014
მფლობელი:რუსეთის მთავრობა
Rossiya Segodnya
შტაბ-ბინა:მოსკოვი
ფორმატი:რადიო/ინტერნეტი
გავრცელება:მსოფლიო
საიტი:sputniknews.com

სპუტნიკი (შექმნილია რუსეთის საერთაშორისო რადიო „რუსეთის ხმა“-სა და საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტოს რია ნოვოსტის ბაზაზე) — საინფორმაციო სააგენტო , საინფორმაციო ონლაინ პლატფორმა და რადიოსამსახური, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მთავრობის დადგენილებით შექმნილ საინფორმაციო სააგენტოს რასია სეგოდნა . [1]

სათაო ოფისი განთავსებულია მოსკოვში; რეგიონალური რედაქციები მდებარეობს ვაშინგტონში , კაიროში , პეკინში , სინგაპურში , ლონდონსა და ედინბურგში. „სპუტნიკი“ ყურადღებას ამახვილებს გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე; მისი აუდიტორია, როგორც წესი, რუსეთის გარეთ მცხოვრები ადამიანებია. [2] ნიუ-იორკ ტაიმსის შეფასებით , სპუტნიკი მიკერძოებულობისა და დეზინფორმაციის მაღალი დოზით ხასიათდება[3] და ხშირად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას. [4] [5] [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pizzi, Michael. Putin dissolves RIA Novosti news agency. Al Jazeera America (December 9, 2013).
  2. Sputnik. Sputnik International.
  3. „A Powerful Russian Weapon: The Spread of False Stories“. August 28, 2016.
  4. „Kremlin's ‘Sputnik’ Newswire Is the BuzzFeed of Propaganda“. November 10, 2014.
  5. Sputnik. Propaganda in a New Orbit. Center for European Policy Analysis (CEPA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
  6. Radio, Sveriges. Report: Russia spread fake news and disinformation in Sweden - Radio Sweden.