სპორტული ინვენტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპორტული ინვენტარი — სპეციალურად დამზადებული ინვენტარი, რომელიც განკუთვნილია ფიზკულტურისა, სპორტში ვარჯიშისა და შეჯიბრებისათვის, აგრეთვე სპორტსმენების ფიზიკური და ტექნიკური მომზადებისათვის.

სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ინვენტარი და იარაღი:

  1. სპორტული ტანვარჯიშისათვის-ორძელი, ტაიჭი, სატანვარჯიშო რგოლები.
  2. მძლეოსნობისათვის-შუბი, ბადრო, ბირთვი, ურო, ჭოკი.
  3. სპორტული თამაშებისათვის-ბურთი
  4. ძალოსნობისათვის-შტანგა
  5. მხატვრული ტანვარჯიშისათვის-ბურთი, სალტე, ლენტი, სახტუნებელი, გურზი.
  6. ფიგურული ციგურაობისთვის-ციგურები
  7. სათხილამურო სპორტისათვის-თხილამურები, ჯოხები, ბატინკები.
  8. სროლის სახეობისათვის-იარაღები, შაშხანები, პისტოლეტები.