სპორტი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭიდაობის ამსახველი უძველესი ფრესკა,ალავერდი-,,მოჭიდავენი"

სპორტი საქართველოში — ისტორიულად, საქართველო ცნობილია თავისი სპორტული კულტურით, ჯერ კიდევ უძველესი იბერია რომაელთათვისაც კი ცნობილი იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით.[1]

საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო და ძალოსნობა. XIX საუკუნეში საქართველოში ასევე პოპულარული სპორტის სახეობები იყო: ცხენბურთი და ლელობურთი. საქართველოში ყოველთვის ექცეოდა ყურადღება ფიზიკურ მომზადებას, ჭიდაობა და „ხმალაობა“ შედიოდა მეომართა ვარჯიშებში, მათ ეწოდებოდათ „თამაშობანი“. ასეთივე პრინციპით მიმდინარეობდა ბავშვთა აღზრდა.

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ფეხბურთი XX საუკუნეში, ქალაქ ფოთში, ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ამ თამაშმა მალევე დიდი პოპულარულობა მოიპოვა. თავდაპირველად ქართველები მას იხსენიებდნენ ინგლისური სახელწოდებით „Football“. ყველაზე დიდ ტრიუმფად კი ითვლება ორი ქართველი ევროპის ჩემპიონი 1960 წელს, თანაც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სსრ-ის ნაკრების გამარჯვებაში. რაც შეეხება საკლუბო ტრიუმფებს, თბილისის „დინამომ“ 1980-81 წლების სეზონში მოიპოვა „ევროპის თასთა მფლობელთა თასი“, აღსანიშნავია რომ გუნდს დამარცხებული ჰყავს იმ პერიოდის მსოფლიოს გრანდი „ლივერპული“. რაც შეეხება თანამედროვეობას, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს.

რაგბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.

რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გუნდური სპორტია.ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საქართველოში რაგბის მსგავს თამაშს ლელობურთს თამაშობდნენ, ამ ორი თამაშის წესები თითქმის იდენტურია. საქართველო კი მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდს შორისაა, ორი წლის წინ გუნდი ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს საუკეთესო ათეულთან, მაგრამ გუნდმა 11-დან 12 ადგილზე გადაინაცვლა და ეს ვეღარ მოახერხა. ნაკრები „ევროპის თასს“ 10-ჯერ დაეუფლა. ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაქვეითდა და მსოფლიო რეიტნგში მე-14 ადგილს იკავებს.

ჭიდაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიდაობა ისტორიულად მნიშვნელოვანი სპორტია საქართველოშია, ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ბერძნულ-რომაულ სტილში ბევრი ქართული ელემენტია, საქართველოში კი ყველაზე პოპულარული ჭიდაობის კახური სტილია. თუმცა, საქართველოში ყველა კუთხეს გააჩნია თავისი სტილი, მაგალითად ხევსურეთს სამი საჭიდაო სტილი აქვს.

კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ზომის მიუხედვად, მას მრავალი კალათბურთელი ჰყავს  მსოფლიოს საუკეთესო კლუბებსა და ლიგებში, ესენი არიან: თორნიკე შენგელია, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და განსაკუთრებით ზაზა ფაჩულია. რომელმაც NBA ორჯერ მოიგო. აღსანიშნავია რომ გუნდს ყოველთვის უდიდესი მხარდაჭერა გააჩნდა, მაგალითად 2011 წელს ევრობასკეტზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა. ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 2019 წლის სექტემბრამდე 27-ე ადგილს იკავებდა, მაგრამ შემდეგ დაქვეითდა და 36-ე ადგილს იკავებს.

ლელობურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ინგლისური რაგბის მსგავსი სპორტი, თამაშობენ მოედანზე, არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშეთა რაოდენობას და არ გააჩნია ბევრი წესები, მაგრამ გუნდის წევრები ერთმანეთისგან რაიმით გამოირჩევიან, მაგალითად სხვადასხვა უბნელები, ცოლიანები და უცოლოები და ა. შ. იგი შეიქმნა გურიაში.

ზამთრის სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარ ქუმარიტაშვილს  (25 ნოემბერი, 1988 - 12 თებერვალი, 2010) 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვარჯიშისას კატასტროფა შეემთხვა და 21 წლის ასაკში დაიღუპა. ეს ამ სპორტში დაღუპვის მესამე შემთხვევა იყო.

ჩოგბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია ალექსანდრე მეტრეველი, იგი მსოფლიოს ყოფილი მე-9 ჩოგანია. მან ამ შედეგს 1974 წლის 3 ივნისს მიაღწია. ხოლო 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელია ნიკოლოზ ბასილაშვილი, იგი მსოფლიოს 22-ე ჩოგანია და ტოლ-სწორად ეთამაშება მსოფლიოს ტოპ-10-ისა და ტოპ-5-ის ჩოგბურთელებს.

ძიუდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. რეიტინგები (მხოლოდ საქართველოს პირველადგილოსნები):

მამაკაცები
ქალბატონები

სუმო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოდან არის სამი ცნობილი სუმოისტი: კოკაი (ლევან ცაგურია), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). საქართველოში ეს სპორტი ნაკლებად იყო პოპულარული 2018 წლამდე. 2018 წლის იანვარში ტოჩინოშინმა მოიგო უდიდესი ტიტული „იმპერატორის თასი“, მალევე მან ოძეკის წოდება მოიპოვა (რიგით მეორე წოდება სუმოს სამყაროში), თუმცა მან ეს წოდება დათმო 2019 წლის მარტში, მაგრამ შემდეგ ბაშოზე კვლავ შეძლო ტიტულის აღდგენა.

წყალბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სამჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

ავტოსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Romans erected the statue of the Iberian King Pharsman after he demonstrated Georgian training methods during his visit to Rome; Cassius Dio, Roman History, LXIX, 15.3