სპორტი რუსეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი.[1] Yandex-ის კვლევითი ანალიზების შედეგების მიხედვით, ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა რუსებს შორის ფეხბურთია: 5-10 მილიონი ძიების მოთხოვნით, „რუსეთში, ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სიის სათავეში მოხვდა“. მეორე ადგილს ყინულის ჰოკეი იკავებს, ხოლო 10-ეულში შედის სპორტის შემდეგი სხეობები: ხელბურთი, კალათბურთი, კრივი, აუტო რბოლა, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ჩოგბურთი და ჭადრაკი.[2] სხვა პოპულარულ სპორტის სახებობებს შორის არის: ბანდი, ბიატლონი, ფიგურული სრიალი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნებები, რაგბი და თხილამურებით სრიალი.[3]

საბჭოთა კავშირმა (სსრკ) ოლიმპიურ თამაშებში პირველად 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში იასპარეზა. საბჭოთა, და შემდეგ რუს სპორტსმენებს არასოდეს დაუტოვებიათ ოლიმპიადა საერთო მედლების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ქვემოთ. „სერიოზული დოპინგის სკანდალის გამო“, რუსეთის ნაკრებმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადასა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ვერ მიიღო..[4][5] სპორტსმენების გარკვეულმა ნაწილმა უფლება მიიღო 2018 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშის სახელით ეასპარეზა.

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტია.[6][7][8][9] კაცების გარკვეულ ნაწილს სპორტის ეს სახეობა ძალიან აინტერესებს; როცა საქმე ნაკრების თამაშებს ეხება, გულშემატკივრობაში ქალებიც ერთვებიან. რუსეთის ლიგას კონკურენტუნარიანობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. რუსეთის ლიგებში არაერთი შესანიშნავი ნიჭიერი უცხოელი მოთამაშე თამაშობდა და ახლაც თამაშობს; ასევე ქვეყნის საფეხბურთო ლიგებში თამაშობენ ადგილობრივი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც წამყვანი კლუბების ძირითად 11-ეულში ეკავათ ადგილი.[10][11][12]

2018 წელს, ამავე წლის ფიფას მსოფლიო თასს რუსეთმა პირველად უმასპინძლა. ტურნირი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე მიმდინარეობდა; რუსეთის ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატში 1966 წლის ტურნირის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ პირველად მიაღწიეს მეოთხედფინალს, სადაც ხორვატიის წინააღმდეგ დამარცხდნენ.

ყინულის ჰოკეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტინენტური ჰოკეის ლიგა (KHL) ძირითადად რუსეთის გუნდებისგანაა შემდგარი და NHL-ის შემდეგ, მსოფლიოში ფართოდ მიიჩნევა მეორე საუკეთესო ლიგად. KHL-ს ყველა ჩემპიონატი რუსულ კლუბებს აქვთ მოგებული.

აღნიშნულ სპორტში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი რამდენჯერმე აქვს მოგებული.

კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალათბურთი რუსეთში პოპულარული სპორტის სახეობაა. რუსეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საბჭოთა კავშირის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების „მემკვიდრეა“ და მას მოგებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ტიტული.

რუსეთი არის რამდენიმე საერთაშორისოდ ცნობილი კალათბურთელის სამშობლო: მათ შორის აღსანიშნავია 2016 წლის NBA-ის ჩემპიონი ტიმოფეი მოზგოვი.

ევროპულ კლუბურ შეჯიბრებებში PBC CSKA მოსკოვი მეორე ყველაზე წარმატებული გუნდია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Planet, Lonely; Richmond, Simon; Bennetts, Marc; Duca, Marc Di; Haywood, Anthony; Kaminski, Anna; Masters, Tom; Sheward, Tamara. Lonely Planet Russia. Lonely Planet (1 February 2015). ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  2. Google Translate. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  3. Google Translate. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  4. „With one year until 2018 Winter Games, Russia's status murky“. Espn.com. 9 February 2017. ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  5. IOC suspends Russian NOC and creates a path for clean individual athletes to compete in PyeongChang 2018 under the Olympic Flag (5 December 2017). ციტირების თარიღი: 16 December 2017.
  6. Suzanne J. Murdico (2005). Russia: A Primary Source Cultural Guide. The Rosen Publishing Group, გვ. 96–. ISBN 978-1-4042-2913-6. ციტირების თარიღი: 19 November 2013. 
  7. Dzhusoity, Afsati; Kuznetsov, Petr (30 August 2013). „Russian soccer loses Abramovich's funding“. Russia Beyond the Headlines. Rossiyskaya Gazeta. ციტირების თარიღი: 19 November 2013.
  8. Brown, Des (15 October 2013). „Russia's Soccer Relationship With England“. The Moscow Times. The Moscow Times. ციტირების თარიღი: 19 November 2013.
  9. Smith, Chris. Russia – A developing football nation. Total Football Magazine. Total Football Magazine. ციტირების თარიღი: 19 November 2013.
  10. Nsehe, Mfonobong (12 August 2011), "Soccer Star Samuel Eto'o To Earn $25 Million With Russian Team", Forbes (Forbes.com LLC), https://www.forbes.com/sites/mfonobongnsehe/2011/08/12/soccer-star-samuel-etoo-to-earn-25-million-with-russian-team/. წაკითხვის თარიღი: 19 November 2013
  11. Russia cracks down on hooligans. Fox Sports. Fox Sports Australia Pty Limited (22 June 2013). ციტირების თარიღი: 19 November 2013.
  12. Murphy, Chris (25 October 2013). „World Cup: Russian racism furore is the latest headache for FIFA“. CNN. Cable News Network. ციტირების თარიღი: 19 November 2013.