სპორტი ბაჰრეინში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაჰრეინში სპორტის მრავალი სახეობაა გავრცელებული. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[1] სხვა ტრადიციული-პოპულარული სპორტის სახეობებში შედის: კალათბურთი, ხელბურთი და ფრენბურთი. სპორტის ისეთმა სახეობებმა, როგორებიც არიან: ცხენით ჯირითი, შერეული საბრძოლო ხელოვნება და რაგბი, პოპულარობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოიპოვეს.

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ავსრალიასთან თამაშისას 2009 წლის 10 ივნისს, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში

ბაჰრეინს აქვს საკუთარი საშინაო პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა, სახელად ბაჰრეინის პრემიერ ლიგა. მასში წარმოდგენილია 10 საფეხბურთო კლუბი, რომლებიც თრომლებიც ერთმანეთს სეზონში 2 ჯერ უპირისპირდებიან, ამგვარად თითოეულ გუნდს სულ 18 თამაში აქვს სეზონში.[2] საშინაო ჩემპიონატის გამარჯვებულები კვალიფიკაციას იღებენ AFC თასის გათამაშებაში.

ლიგა იყენებს დაწინაურებისა და დაქვეითების სისტემას ბაჰრეინის კლასიფიკაციის ლიგასთან (ბაჰრეინის მეორე საფეხურის საფეხბურთო ლიგასთან). ისევე როგორც სხვა საფეხბურთო ლიგებში, სეზონი ჩვეულებრივ სექტემბერში იწყება და მთავრდება მაისში. ლიგის პირველი სეზონი ჩატარდა 1952 წელს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ტარდება საშინაო და გასვლითი წესით, თითქმის ყველა თამაში ბაჰრეინის ეროვნულ სტადიონზე ტარდება.

ბოლო ადგილზე გასული კლუბი ბოლოდან მეორე ადგილზე გასულ კლიბთან პლეიოფ/დაქვეითების მატჩს მართავს. ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბი არის ალ-მუჰარაკ SC. 2011-12 წლების ჩემპიონია კლუბი რიფა.[3]

კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინს აქვს პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 11 კლუბისაგან შედგება.

ლიგის გარდა ქვეყანაში ტარდება საკალათბურთო თასი (ზაინ ბაჰრეინის საკალათბურთო თასი), რომელშიც მონაწილეობას ორი საუკეთესო გუნდი იღებს. თასის გამარჯვებული წარადგენს ბაჰრეინს აზიის კლუბების საკალათბურთო ჩემპიონატში.[4]

ლიგასა და თასს სპონსორია ზაინი.[5]

რაგბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიჰრეინში შვიდკაცა და სრულ რაგბის თამაშობენ. ქვეყანას ჰყავს ეროვნული შვიდკაცა რაგბის ნაკრები. ბაჰრეინის რაგბის საფეხბურთო კლუბი პირველად 1970 წელს, როგორც ადგილობრივი ბრიტანული კლუბის ფილიალი, დაარსდა. ქვეყანას აქვს საკუთარი რაგბის ლიგა.[6] ბაჰრეინს ასევე ჰყავს საკუთარი ეროვნული შვიდკაცა რაგბის გუნდი.

კრიკეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში პროფესიონალურ კრიკეტს მართავს ბაჰრეინის კრიკეტის ასოციაცია.[7] სპორტი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს სამხრეთ აზიიდან დასახლებულ ხალხში.[8] ბაჰრეინს ჰყავს ეროვნული კრიკეტის ნაკრები, რომელიც პირველად საერთაშორისო ტურნირზე გამოჩნდა „ACC Trophy“-ში, 2004 წელს, სადაც ისინი პირველ რაუნდს ვერ გაცდნენ. 2006 წლის აგვისტოში მათ კვლავ მიიღეს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა, სადაც გაცილებით შედეგი დააფიქსირეს (ტურნირი მე-6 ადგილით დაასრულეს). ფინალში ავღანეთის დამარცხებით, წლის დასაწყისში მათ ACC ახლო აღმოსავლეთის თასი მოიპოვეს.[9]

ქვეყანას აქვს საკუთარი კრიკეტის ლიგა - ბაჰრეინის კრიკეტის ლიგა; მასში 48 გუნდი და 750 კრიკეტის მოთამაშეა ჩართული.[10] ლიგა დაარსდა 1981 წელს "უმცროსი კრიკეტის ლიგის" სახელწოდებით და თავდაპირველად მასში 4 გუნდი შედიოდა. 2010 წლისთვის გუნდების რაოდენობამ 46-ს მიაღწია.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. It's a goal! დაარქივებული 2020-05-31 საიტზე Wayback Machine. , Gulf Daily News. Retrieved on 15 June 2012
  2. Bahraini Premier League, Goalzz.com, retrieved on 15 June 2012.
  3. Riffa regains Bahrain Premier League crown დაარქივებული 2012-05-21 საიტზე Wayback Machine. , Gulf Daily News, retrieved on 15 June 2012.
  4. Zain backs Bahrain Basketball League დაარქივებული 2020-05-31 საიტზე Wayback Machine. , Gulf Daily News. Dated 24 October 2010.
  5. 2012 Arabian Gulf Basketball Clubs Championship, Goalzz.com
  6. History დაარქივებული 2015-07-10 საიტზე Wayback Machine. . Bahrain Rugby Football Club, retrieved on 15 June 2012.
  7. Bahrain Cricket Association Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2012.
  8. Bahrain Cricket fansite. BahrainCricket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2012.
  9. http://www.cricketarchive.co.uk/Archive/Scorecards/97/97130.html
  10. Bahrain Cricket League Official Website. BCL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 15 August 2012.
  11. Bahrain Cricket League History. BCL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2012.