სპორტინგი ლისაბონი (საფეხბურთო კლუბი)
|
| ||||
| სრული სახელი | Sporting Clube de Portugal | |||
|---|---|---|---|---|
| მეტსახელი |
Leões (ლომები) Verde e brancos (მწვანე და თეთრები) Sportinguistas (სპორტინგისტები) | |||
| დაარსდა | 1 ივლისი 1906 | |||
| სტადიონი |
ჟოზე ალვალადე (ტევადობა: 52,095 მაყურებელი) | |||
| პრეზიდენტი | ფრედერიკუ ვარანდაში | |||
| მწვრთნელი | რუი ბორჟეში | |||
| კაპიტანი |
| |||
| ლიგა | პორტუგალიის პრიმეირა ლიგა | |||
| 2024-25 | 1-ლი (ჩემპიონები) | |||
| საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
| ||||
პორტუგალიური კლუბი „სპორტინგი“ (პორტ. Sporting Clube de Portugal), ცნობილი როგორც ლისაბონის სპორტინგი ან უბრალოდ სპორტინგი[1][2][3][4][4] — პორტუგალიური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლისაბონიდან, რომელიც თამაშობს ჟოზე ალვალადეს სახელობის სტადიონზე და ასპარეზობს პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში.
„სპორტინგი“ პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელსაც 21-ჯერ აქვს მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატი, 18-ჯერ პორტუგალიის თასი, 4-ჯერ პორტუგალიის ლიგის თასი, და 9-ჯერ პორტუგალიის სუპერთასი. საერთაშორისო ტურნირებიდან კლუბს მოგებული აქვს 1963-1964 წლების თასების მფლობელთა თასი, და ასევე იყვნენ 2005 წლის უეფა-ს თასის და 1949 წლის ლათინური თასის ფინალისტები. 1955 წლის 4 სექტემბერს „სპორტინგმა“ ევროპის ჩემპიონთა თასის პირველი მატჩი ითამაშა.[5] სპორტინგის ახალგაზრდულმა აკადემიამ ხელი შეუწყო ისეთი ფეხბურთელების აღზრდას, როგორებიც არიან ლუიშ ფიგუ და კრიშტიანუ რონალდუ.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სპორტინგი ლისაბონი (საფეხბურთო კლუბი)“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- სპორტინგი — LPFP
- სპორტინგი — UEFA
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Club History – The Badge. Sporting Clube de Portugal (9 July 2015). ციტატა: „with the Club largely being known a "Sporting Lisbon" abroad“ ციტირების თარიღი: 14 December 2021
- ↑ Gonçalo Ferreira: Social Media Manager at Sporting CP en-US (2023-04-11). ციტირების თარიღი: 2024-02-27
- ↑ Portuguese Primeira Liga: Sporting Lisbon crowned champions after Benfica loss en-GB (2024-05-05). ციტირების თარიღი: 2024-05-16
- ↑ 4.0 4.1 From Sporting Lisbon to Athletic Bilbao — why do we get foreign clubs' names wrong? , Michael Cox, The Athletic, 16 March 2023
- ↑ „FK Partizan“. UEFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2013. ციტირების თარიღი: 18 September 2012.
- ↑ Clapham, Alex (2018-02-16). „Inside the Sporting Portugal academy, where Ballon d'Or winners are made“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 July 2018. ციტირების თარიღი: 2023-08-10.