სპირიდონ ჭავჭავაძე
სპირიდონ ჭავჭავაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1878 |
დაბადების ადგილი |
![]() |
გარდაცვალების თარიღი | 1952 |
გარდაცვალების ადგილი | ციხე |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი პირველი მსოფლიო ომი აგვისტოს აჯანყება |
სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე (დ. 3 მარტი, 1878 — გ. 1952) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ელისავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1-ლი თანრიგით) და ოფიცერთა საკავალერიო სკოლა (1 თანრიგით, 1913). სამხედრო სამსახურში იყო 1898 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში გენერალ-ადიუტანტ მიშჩენკოს კორპუსის შემადგენლობაში. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე ვლადიმირის ულანთა მე-13 პოლკის შემადგენლობაში. 1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მომდევნო წელს დაინიშნა იმავე პოლკის მეთაურად. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ოლონეცთან ბრძოლაში 1915 წლის 19 სექტემბრის ბრძოლაში, როდესაც როტმისტრის ჩინით მეთაურობდა ესკადრონის კონტრიერიშს გერმანელთა ქვეით ნაწილებზე. ამისთვის წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი მიიღო (1916). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. ანას IV (1906), III (1912, ხმლებითა და ბაბთით 1914), II (1914), წმ. სტანისლავის III (1906), II (1914) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1916).
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (სარემონტო სექციის უფროსი). 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა დანიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1930-იან წლებში იყო პარიზში „ქართული ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე (ამ პოზიციაზე შეცვალა ალექსანდრე ასათიანი). 1947 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 526.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 101, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპირიდონ ჭავჭავაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Чавчавадзе Спиридон Михайлович. «Русская армия в Великой войне».
- დაბადებული 3 მარტი
- დაბადებული 1878
- გარდაცვლილი 1952
- ქართველი გენერლები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- ჭავჭავაძეები
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები