სპირიდონ მელიქიანი
სპირიდონ მელიქიანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 დეკემბერი, 1880 |
დაბ. ადგილი | ეჩმიაძინი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 1933 (52 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი, სსრკ |
დასაფლავებულია | კომიტასის პანთეონი |
ეროვნება | სომხები[1] |
ჟანრ(ებ)ი | სომხური მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მასწავლებელი, მუსიკადმცოდნე, , |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
სპირიდონ მელიქიანი ვიკისაწყობში |
სპირიდონ მელიქიანი (სომხ. Սպիրիդոն Մելիքյան, დ. 1 სექტემბერი, 1880, ეჩმიაძინი — გ. 4 მაისი, 1933, ერევანი) — სომეხი კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1933).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხეთის სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი და ფოლკლორისტი სპირიდონ მელიქიანი დაიბადა 1880 წლის 1 დეკემბერს ეჩმიაძინში. მან დაამთავრა გრიგორიანული, სასულიერო სემინარია, რომელიც ასევე კომიტასის სასწავლებელიც იყო. 1904–1908 წლებში სწავლობდა ბერლინში რობერტ შმიდტის კერძო კონსერვატორიაში, რისი დამთავრების შემდეგაც ასწავლიდა სიმღერას ქალაქ შუშა-ში. 1912 წელს თბილისში დააარსა სომხური მუსიკალური საზოგადოება. სპირიდონ მელიქიანი 1909–1914 წლებში მოღვაწეობდა, როგორც მომღერალი, 1909–1921 წლებში იყო მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი თბილისის ნერსისიანის სემინარიაში, 1921–1924 წლებში იყო მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი ერევანისა და ეჩმიაძინის სკოლებში. 1924 წლიდან ასწავლიდა ერევნის კონსერვატორიაში, 1931 წლიდან კი იყო მისი დირექტორი. 1925 წელს სპრიდონ მელიქიანი გახდა სომხეთის მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტის წევრი.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპირიდონ მელიქიანი გარდაიცვალა 1933 წლის 4 მაისს, ერევანში. დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს გამოშვებულ იქნა სომხეთის საფოსტო მარკა, რომელიც მიეძღვნა სპირიდონ მელიქიანის ხსოვნას.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.[2]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპირიდონ მელიქიანმა ჩაიწერა 1000-ზე მეტი სომხური ხალხური სიმღერა, რომელიც შევიდა მუსიკალურ ნაკრებში „შირაქული სიმღერები“ (1927-1928), „სომხური ხალხური სიმღერები და ცეკვები“ (1949-1953). დაწერა საბავშვო ოპერა „ძმა-ბატკანი“ (1914). გუნდისა და ორკესტრისთვის დაწერა ლეგენდა „აღთამარი“ ოვანეს თუმანიანის ტექსტებზე დაყრდნობით (1908). რომანსები ავეტიქ ისააკიანი-ს და იოანესიანის ტექსტის მიხედვით. დაამუშავა ხალხური სიმღერების საგუნდო და სოლო ვარიანტები.
დაწერა ბერვი ლიტერატურული თხზულება:
- „ჩვენი მუსიკის განვითარების საკითხები“ (ტიფლისი, 1909)
- „სასკოლო სიმღერის სახელმძღვანელო“ (ტიფლისი, 1912)
- „ბერძნული გავლენა სომხური მუსიკის თეორიაზე“ (ტიფლისი, 1914)
- „სოხმური ხალხური მუსიკის გამები“ (ერევანი, 1932)
- „კომიტასის ნაწარმოების ანალიზი“ (ერევანი, 1932)
- „მუსიკალური ქრესტომათია“ (ალექსანდრე არუთინიანთან და გასპარიანთან ერთად. ერევანი, 1903)
- „სომხური მუსიკის მოკლე ისტორია, უძველესი დროიდან ოქტომბრის რევოლუციამდე“ (ერევანი, 1933)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биография в Энциклопедии фонда «Хайазг»
- Большая биографическая энциклопедия. Меликян, Спиридон Аветисович
- Хоровая энциклопедия. Меликян Спиридон Аветисович[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Հայկական սովետական հանրագիտարան — Երևան: 1981. — ტ. 7. — გვ. 390–391.
- ↑ Ով ով է. Հայեր. Կենսագրական հանրագիտարան, հատոր 2, Երևան, 2007