შინაარსზე გადასვლა

სპირიდონ ესაძე (პედაგოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპირიდონ სპირიდონის ძე ესაძე (დ. 19 ოქტომბერი, 1870 — გ. 17 ოქტომბერი,[] 1909, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, სამთამადნო წარმოების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი. გენერალ-მაიორ სპირიდონ ესაძის შვილი, სამხედრო ისტორიკოსების — ბორის და სიმონ ესაძეების ძმა.

დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი (1888) და მიხეილის საარტილერიო აკადემია (1897). მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში. 1899 წელს დანიშნეს თბილისის საარტილერიო სახელოსნოს უფროსის თანაშემწედ. ასწავლიდა თბილისის და ირკუტსკის იუნკერთა სასწავლებლებში. იყო თბილისში უფასო ზოგადსაგანმანთლებლო კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი. ავტორია სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი ფიზიკისა და მექანიკის სახელმძღვანელოებისა. გარდაიცვალა 1909 წელს. დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე.

  • Очерк истории горнозаводства на Кавказе. Деятельность графа Мусин-Пушкина и князя Цицианова при ведении горного производства в Грузии. Сост. С. Эсадзе, под ред. начальника Кавказского горного управления К.Ф. Ругевича, Тфл., 1903.
  1. ენციკლოპედია „საქართველოში“ (ტ. 3, თბ., 2014) ესაძის გარდაცვალების თარიღად შეცდომით მითითებულია 21 ოქტომბერი — ნეკროლოგის გამოქვეყნების თარიღი.
  • ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 99.
  • С. С. Эсадзе (Некролог), გაზ. «Тифлисский листок», 1909, 21 окт.